ეროვნული ნაკრებებით ასპარეზობდნენ: ირანი, ერაყი, ლიბანი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, რუსეთი, ბელორუსი, ავსტრალია, უკრაინა, ბულგარეთი, თურქეთი და საქართველო.
ქართველების გამოსვლა მართლაც ტრიუმფალური იყო, რადგან ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა, რომელიც ყველა ასაკსა და სახეობაში წარმოდგენილი იყო 350 სპორტსმენით, საერთო ჯამში 35 ოქროს, 44 ვერცხლის და 60 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ორთაბრძოლები მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ჩვენმა სპორტსმენებმა კარატეში, უშუსა და შერეულ ორთაბრძოლებში გვასახელეს.
შერეულ ორთაბრძოლებში: ზვიად ლაზიშვილი, ცოტნე შენგელია, ემზარ ტყეშელაშვილი, გიგა გელაშვილი, ზურაბ ჯოჯუა.
"მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს სპორტულ დელეგაციაში, კონფედერაციაში შემავალი ფედერაციების ხელმძღვანელობას: ხრიდოლის, უშუს, შერეულ ორთაბრძოლებს, აიკიდოს, ჯიუჯიცუს.
იმედი მაქვს, რომ მათი აღზრდილი შეგირდები ასეთივე წარმატებით იასპარეზებენ და ბევრ მედალს მოუტანენ ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა ტრაპზონიდან საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის პრეზიდენტმა, კახა ბასილიამ.
ნუგზარ ჭიაბერაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"