ქართველმა კარატისტებმა თურქეთში 35 ოქ­როს, 44 ვერ­ცხ­ლის და 60 ბრინ­ჯა­ოს მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
ამ დღე­ებ­ში თურ­ქეთ­ში, ქა­ლაქ ტრა­პ­ზონ­ში, საბ­რ­ძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბა­თა თა­სის გა­თა­მა­შე­ბა გა­ი­მარ­თა სპორ­ტის 15 სა­ხე­ო­ბა­ში 15 ქვეყ­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.

ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბე­ბით ას­პა­რე­ზობ­დნენ: ირა­ნი, ერა­ყი, ლი­ბა­ნი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, ­სომ­ხე­თი, ყა­ზა­ხე­თი, უზ­ბე­კე­თი, რუ­სე­თი, ბე­ლო­რუ­სი, ავ­ს­ტ­რა­ლია, უკ­რა­ი­ნა, ბულ­გა­რე­თი, თურ­ქე­თი და სა­ქარ­თ­ვე­ლო.

ქარ­თ­ვე­ლე­ბის გა­მოს­ვ­ლა მარ­თ­ლაც ტრი­უმ­ფა­ლუ­რი იყო, რად­გან ჩვენ­მა ეროვ­ნულ­მა გუნ­დ­მა, რო­მე­ლიც ყვე­ლა ასაკ­სა და სა­ხე­ო­ბა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო 350 სპორ­ტ­ს­მე­ნით, სა­ერ­თო ჯამ­ში 35 ოქ­როს, 44 ვერ­ცხ­ლის და 60 ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ მსგავ­სი ორ­თაბ­რ­ძო­ლე­ბი მსოფ­ლი­ო­ში დი­დი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს.

ჩვენ­მა სპორ­ტ­ს­მე­ნებ­მა კა­რა­ტე­ში, უშუ­სა და შე­რე­ულ ორ­თაბ­რ­ძო­ლებ­ში გვა­სა­ხე­ლეს.
უფ­რო­სებს შო­რის ჩემ­პი­ო­ნე­ბი გახ­დ­ნენ: და­ვით ტყე­ბუ­ჩა­ვა, ჰენ­რი ვე­კუა, გი­ორ­გი ჯი­ქია, დი­ა­ნა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი, ნა­თია თურ­მა­ნი­ძე.

შე­რე­ულ ორ­თაბ­რ­ძო­ლებ­ში: ზვი­ად ლა­ზიშ­ვი­ლი, ცოტ­ნე შენ­გე­ლია, ემ­ზარ ტყე­შე­ლაშ­ვი­ლი, გი­გა გე­ლაშ­ვი­ლი, ზუ­რაბ ჯო­ჯუა.

"მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო სა­ქარ­თ­ვე­ლოს სპორ­ტულ დე­ლე­გა­ცი­ა­ში, კონ­ფე­დე­რა­ცი­ა­ში შე­მა­ვა­ლი ფე­დე­რა­ცი­ე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას: ხრი­დო­ლის, უშუს, შე­რე­ულ ორ­თაბ­რ­ძო­ლებს, აიკი­დოს, ჯი­უ­ჯი­ცუს.

იმე­დი მაქვს, რომ მა­თი აღ­ზ­რ­დი­ლი შე­გირ­დე­ბი ასე­თი­ვე წარ­მა­ტე­ბით იას­პა­რე­ზე­ბენ და ბევრ მე­დალს მო­უ­ტა­ნენ ჩვენს ქვე­ყა­ნას"
, - გა­ნაცხა­და ტრაპ­ზო­ნი­დან სა­ქარ­თ­ვე­ლოს საბ­რ­ძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბა­თა კონ­ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტ­მა, კა­ხა ბა­სი­ლი­ამ.

ნუგ­ზარ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
გენაცვალეთ
zura
20:46 12-12-2012
0
ყოჩაღ გამოსწორდეს იქნებ სპორტული სამყარო ..
ruso
18:10 12-12-2012
0

სიახლეები პოპულარული