მაღალი დონის ამ ასპარეზობას 25 ქვეყნის ეროვნული ნაკრების 1000-ზე მეტი სპორტსმენი სტუმრობდა.
ტურნირი კომერციული იყო. ამიტომაც გაიმართა საკმაოდ ხმაურიანი და უკომპრომისო ორთაბრძოლები, მაგრამ ჩვენი ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, გოგიტა არქანიამ შანსი არც ერთ მოწინააღმდეგეს დაუტოვა და 84 კილოგრამში ოქრო გაინაღდა, საპრიზო თანხასთან ერთად.
ასევე პირველი ადგილი არავის დაუთმო 60 კილოგრამში დავით ტყებუჩავამ და გოგიტა არქანიას მსგავსად, გული ოქროს მედლით, ხელი კი საპრიზო ნადავლით დაიმშვენა.
74 კილოგრამში
"პრაღაში ჩემპიონატის შემდეგ მასპინძელი ქვეყნის ფედერაციასთან, მათივე სურვილით, მოლაპარაკება შედგა. შევთანხმდით, რომ ჩვენი ნაკრები საწვრთნელ შეკრებებს მათ საწვრთნელ ბაზაზე გაივლის ხოლმე.
ასევე, სხვა ქვეყნებმაც გამოთქვეს სურვილი ჩვენი ნაკრების მიწვევაზე, რათა ჩვენნაირი მაღალი დონის სპორტსმენებთან ერთად ჩაატარონ წინასაშეჯიბრო ვარჯიშები.
ეს ყველაფერი ჩვენი ფედერაციისთვის თვალსაჩინოდ დიდი წინსვლაა, რადგან 2015 წელი ევროპის ოლიმპიური თამაშების წელიწადია და საკმაოდ კარგ ფორმაში უნდა ვიყოთ.
თანაც, ყველაზე მთავარი ისაა, რომ ევროპის ოლიმპიადისთვის ლიცენზიებია მოსაპოვებელი. ამიტომაც ჩვენი ნაკრებისთვის მეტად პრინციპულია ჩეხეთში მომზადება. ევროპული ოლიმპიადა ბაქოში გაიმართება, სადაც 19 სპორტის სახეობასთან ერთად, კარატეცაა წარმოდგენილი.
რაც შეეხება უახლოეს მსოფლიოს ჩემპიონატს, რომელიც ესპანეთში გაიმართება 7-10 ნოემბერს, ჩვენი მცირერიცხოვანი - 12-კაციანი სპორტული დელეგაციით კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ, რომ ახალგაზრდებშიც ისევ ლიდერები ვართ.
აქვე მადლობას გადავუხდი თბილისის მერიის სპორტისა და კულტურის სამსახურის მესვეურებს, ბატონებს - მამუკა ქაცარავას და მერაბ ჩიქობავას. მათ დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენს წარმატებაში", - განაცხადა ჩეხეთიდან დაბრუნებულმა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ.
ნუგზარ ჭიაბერაშვილი
საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესმდივანი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"