გიგა ჭიკაძე: ამ ბრძოლას ნოკაუტით მოვიგებ და მერე ტიტულის ჯერია

AutoSharing Option
20 იანვარს ლოს ანჯელესში, Glory World Series-ის ფარგლებში, ქართველი კიკბოქსიორი გიგა ჭიკაძე, რომელსაც რინგზე 36 ორთაბრძოლა აქვს მოგებული (21 ნოკაუტით) და 5 წაგებული, ახალგაზრდა ტაილანდელ ვიქტორ პინტოს შეხვდება.

"ასაკის მიუხედავად, ის ძალზე გამოცდილი და კარგი მებრძოლია, მაგრამ მე მას დავამარცხებ. ვფიქრობ, რომ ნოკაუტით მოვუგებ, რადგან მას არსენალში არაფერი აქვს ისეთი, რომ გამაკვირვოს.

ამ ბრძოლას ნოკაუტით მოვიგებ და მერე, ვფიქრობ, ტიტულისთვის ვიბრძოლებ. უკვე მოგებული მაქვს ყოფილი ჩემპიონისა და კანდიდატისთვის. ასე რომ, თუ ამ ორთაბრძოლასაც მოვიგებ, ტიტულისთვის ბრძოლას დავიმსახურებ".
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
წინასწარ ნუ ამბობ ასე. მოკრძალება უფრო შეგშვენის.
aleqsandre
17:26 05-01-2017
0
აქ არაფერ შუაშია მოკრძალება ან ქედმაღლობა, გიგა ჭიკაძის ეს განცხადება პირველი დარტყმაა მოწინააღმდეგე სპორტსმენისთვის! წარმატებები გიგას!!!
aleqsandre-s
19:31 05-01-2017
0

სიახლეები პოპულარული