ისევ ჩაიშალა

AutoSharing Option

კიდევ ერთხელ გადაიდო საჩემპიონო ბრძოლა სუპერმძიმე წონაში, რომელშიც უკრაინელ ვლადიმერ კლიჩკოს ჭBO-სა და IBF-ის ტიტულები უნდა დაეცვა ბრიტანელი დერეკ ჩისორას წინააღმდეგ.

ბრძოლის გაუქმების მიზეზი გახდა ძველი ტრავმა, რომელმაც უმცროს კლიჩკოს წინა შემთხვევაში რინგზე გასვლის საშუალება არ მისცა. უკრაინელი მოკრივის ექიმმა ჰანს-ვილჰელმ მიულერ-ვოლფარტმა მიიჩნია, რომ ვლადიმერი ვერ მოასწრებს 30 აპრილისთვის გამოჯანმრთელებას და ამის გამო მოკრივეს ბრძოლაზე უარის თქმა ურჩია. "მიმდინარე სიტუაციას თუ განვიხილავთ, რთულია რეაბილიტაციის ზუსტი ვადის განსაზღვრა. აპრილში ჩასატარებელი ბრძოლისთვის ახლა ვარჯიშის დაწყება მეტად სარისკო იქნება", - განაცხადა გერმანელმა ექიმმა.

"ძალიან ვწუხვარ ბრძოლის გაუქმების გამო, მით უმეტეს, რომ მანჰაიმში უნდა მეჩხუბა, სადაც სამჯერ გავედი რინგზე და 2006 წელს ჩემპიონის ტიტული მოვიპოვე. იმედი მაქვს, კიდევ მომეცემა აქ თავის გამოჩენის საშუალება", - ამბობს უკრაინელი ჩემპიონი.
კლიჩკოსა და ჩისორას ბრძოლა დეკემბერში უნდა გამართულიყო, მაგრამ მაშინ უკრაინელმა ერთ-ერთ ვარჯიშზე ზურგის ტრავმა მიიღო და შეხვედრა აპრილისთვის გადაიდო. ამჯერად არც ერთ მხარეს არ დაუსახელებია ამ საჩემპიონო ჩხუბის ახალი თარიღი.

* * *

ამასობაში ძმები კლიჩკოების მენეჯერმა ბერნდ ბენტემ გაზეთ "ბილდს" აცნობა, რომ 99 პროცენტით არის მოგვარებული ტიტულების გამაერთიანებელი ბრძოლის ჩატარება ვლადიმერ კლიჩკოსა და ჭBA-ის ბრიტანელ ჩემპიონ დევიდ ჰეის შორის.
შეხვედრა 25 ივნისს ან 2 ივლისს გაიმართება. მის ორგანიზებაზე გერმანიის სამი ქალაქის საფეხბურთო არენა აცხადებს პრეტენზიას: გელზენკირხენი (61 ათასი), დორტმუნდი (80 ათასი) და კაიზერსლაუტერნი (49 ათასი).
ბრიტანეთში ბრძოლის ტრანსლიაციას თავის თავზე იღებს ტელეარხი შკყ, გერმანიაში კი ამ უფლებისთვის ღთL იბრძვის. საჩემპიონო ორთაბრძოლის ბიუჯეტი (ტელევიზია, ბილეთების რეალიზაცია) 25 მილიონ ევრო იქნება.
ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა მხარეებს შორის კონტრაქტის რამდენიმე დეტალი:

- ყველა შემოსავალი თანაბრად იყოფა;
- მატჩ-რევანში არ არის გათვალისწინებული;
- თუ ვლადიმერი ვერ შეძლებს რინგზე გასვლას, მას ვიტალი კლიჩკო შეცვლის.
"მოხარული ვარ, რომ შევძელით ამ ბრძოლის ორგანიზებაზე შეთანხმება, - ამბობს "ბილდთან" კომენტარში ვლადიმერ კლიჩკო. - მე და ჩემი ძმა 1996 წლიდან ვოცნებობთ ოთხივე საჩემპიონო ქამრის ერთ ოჯახში გაერთიანებაზე. მოვიდა ამ ოცნების ასრულების დრო".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული