შეგახსენებთ, რომ 13 მარტს ავთანდილ ხურციძე სპორტის სასახლეში საერთაშორისო კრივის ორგანიზაცია IBO-ს ვერსიით, საშუალო წონით კატეგორიში მსოფლიოს ჩემპიონის ქამრის მოსაპოვებელ ორთაბრძოლას პოლონელ მარიუშ სენდროვსკისთან გამართავს. შეხვედრის ორგანიზატორები უკრანიული საპრომოუტერო კომპანია - Elite Boxing Promotion-ი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროა.
13 მარტს სპორტის სასახლეში ორთაბრძოლები 20:00 საათზე დაიწყება და
ავთანდილ ხურციძე:"თბილისში გაორმაგებული პასუხისმგებლობის გრძნობით ჩამოვედი, რადგან ჩხუბი ქართველი გულშემატკივრის თვალწინ მომიწევს. მეტოქე შესწავლილი მყავს, როგორც ყველა სხვა კონკურენტი, ისიც ჩემზე მაღალია, გრძელი ხელები აქვს და ტექნიკურია, თუმცა მჯერა, რომ გავიმარჯვებ. ამ ორთაბრძოლისთვის სამი თვეა, რაც ვემზადები, კარგ ფორმაში ვარ და წარმატების იმედიც მაქვს."
ანდრეი სინეპოპოვი (ხურციძის პირადი მწვრთნელი):"ავთო ბრძოლის უმაღლეს დონეზე ჩასატარებლად მზადაა. ქართველი გულშემატკივრების თვალწინ, საჩემპიონო ქამარი აუცილებლად უნდა მოიპოვოს. მას აქვს არანორმალურად შემტევი პოტენციალი. შეუძლია, მეტოქე მუდმივად საშინელი ზეწოლის ქვეშ ჰყავდეს. მაგრამ თუ რინგზე აგრესიულია, რინგს მიღმა აბსოლუტურად მშვიდი და კეთილი ადამიანი ხდება. ძალიან ძლიერი სპორტსმენია და ამას კვირას კიდევ ერთხელ დავინახავთ."
ავთანდილ ხურციძის მონაწილეობით 13 მარტს გასამართ კრივზე დასასწრები ბილეთები სპორტის სასახლის სალაროებში 11:00-18:00 საათამდე უკვე იყიდება.
ფასი 5, 7, 10, 12, 15, 20, 30 ლარია.
მომზადებულია msy.gov.ge-ს მიხედვით
ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
.