სოლისი გერმანიაშია

AutoSharing Option

კრივის მოყვარულებისთვის მომავალი უქმეებიც საინტერესო უნდა იყოს - გერმანიაში გაიმართება სუპერმძიმე წონაში საჩემპიონო ორთაბრძოლა, რომელშიც ჭBჩ-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი ვიტალი კლიჩკო კუბელ პრეტენდეტ ოდლანიერ სოლისს შეხვდება.
პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელი სოლისი გუშინ ჩავიდა გერმანიაში და მაშინვე განაცხადა, რომ კიოლნში აპირებს საკრივო სამყაროს განცვიფრებას, როცა ჭBჩ-ის ტიტულს ჩამოართმევს ვიტალი კლიჩკოს. კუბელს თან ახლავს მწვრთნელი და ოთხკაციანი გუნდი. ამას ემატება უზარმაზარი ჩემოდნები - ოდლანიერის ბარგი 300 კილოგრამს იწონის. სოლისმა ამაზე იხუმრა: "როცა მოვიგებ, ამ ჩემოდნებს ფულით გავტენი და უკან გავემგზავრები".

სოლისი ოთხი კვირა
ემზადებოდა ესპანეთში, სიერა-ნევადას მთებში, რასაც მოჰყვა ორკვირიანი სპარინგები მადრიდში. "კარგად ვართ მომზადებული, - აღნიშნავს სოლისის მწვრთნელი ლუის დიაზი. - ზუსტი გეგმა გვაქვს იმისთვის, რომ ვიტალის ტიტული ჩამოვართვათ".
დღეს ორივე მოკრივის პრესკონფერენციაა დაგეგმილი, ოთხშაბათს ღია ვარჯიში, ხოლო პარასკევს აწონვის ტრადიციული ცერემონია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული