საჩემპიონო ბრძოლა ჩაიშალა

AutoSharing Option

ოფიციალურად გამოცხადდა, რომ 11 სექტემბერს ფრანქფურტში არ გაიმართება საჩემპიონო ბრძოლა WBO-ისა და IBF-ის ტიტულის მფლობელ ვლადიმერ კლიჩკოსა და რუს ალექსანდრ პოვეტკინს შორის.
შეგახსენებთ, რომ პოვეტკინი ორშაბათს არ გამოცხადდა ოფიციალურ პრესკონფერენციაზე. ამის შემდეგ, უკრაინელი კლიჩკოს წარმომადგენლებმა IBF-ს პროტესტით მიმართეს - მათი თქმით, რუსი მოკრივე ხელს უშლის ბრძოლის სარეკლამო კამპანიას და რაც მთავარია, ჯერაც არ გაუფორმებია კონტრაქტი ბრძოლის ჩატარებაზე. ამ პროტესტის საფუძველზე კრივის საერთაშორისო ფედერაციამ შეხვედრა გააუქმა. გარდა ამისა, IBF პრეტენდენტის სტატუსს ჩამოართმევს პოვეტკინს და ორგანიზაციის რეიტინგის საუკეთესო ათეულიდანაც გარიცხავს.
ვლადიმერ კლიჩკო

11 სექტემბერს მაინც გავა რინგზე. მართალია, ახალი მეტოქე ჯერ არ არის გარკვეული, მაგრამ თითქმის ყველა დარწმუნებულია, რომ ეს იქნება ნიგერიელი სამუელ პიტერი, რომელიც IBF-ის კლასიფიკაციაში პოვეტკინის შემდეგ მოდიოდა.
IBF-ის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა პიტერის მენეჯერი ივაილო გოტცევი, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა კლიჩკოსთან შესახვედრად.
"მიგვაჩნია, რომ IBF-მა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ამ მომენტისთვის მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ უკრაინელ მოკრივესთან. დარწმუნებული ვარ, მალე შევათანხმებთ კონტრაქტის პირობებს, რადგან სამუელს ძალიან უნდა ვლადიმერთან ჩხუბი", - ამბობს ბულგარელი პრომოუტერი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული