ნოკაუტი საღამოს კი დაამშვენებდა, მაგრამ მეორეს მხრივ, ავთანდილის ეფექტური და სანახაობრივი ჩხუბით იმხელა სიამოვნება მივიღეთ, დასანანი იქნებოდა, დაპირისპირება ნაადრევად რომ დასრულებულიყო.
117:111,
გრანდიოზული საკრივო სანახაობა გუშინ გვიან ღამით დასრულდა და ამიტომაც მის ვრცელ მიმოხილვას ვერ გთავაზობთ. ორიოდე სიტყვით შევეხებით სხვა ბრძოლებსაც. ხურციძის გაჩემპიონებამდე რინგზე უკრაინელი ვიქტორ პოსტოლი ავიდა და შვედ სამ რუკუნდოს ათრაუნდიან ბრძოლაში ქულებით სძლია, მანამდე გამართული სარეიტინგო ბრძოლები კი უფრო ხანმოკლე გამოდგა.
69,8 კილოგრამში ქართველების, რობინზონ ომსარაშვილისა და ამბროსი სუთიძის ექვსრაუნდიანი ბრძოლა ფრედ დასრულდა; მეორე ბრძოლაშიც ერთმანეთს საქართველოს წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ - 61,2 კილოგრამში ასევე ექვსრაუნდიანი ჩხუბი ბექა საჯაიამ რუბენ მოვსესიანს ქულებით მოუგო; 72,6 კილოგრამში ბორის მდინარაძემ უკრაინელი ვალენტინ ვოლოხა დაანოკაუტა, ამავე წონაში რუსმა მარატ კულუმბეკოვმა ასევე ნოკაუტით დაამარცხა უკრაინელი ანდრეი დანიჩკინი.
.