"ტორნადო" მსოფლიოს ჩემპიონია!

AutoSharing Option
ფოტო
ბრძოლის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ავთანდილ ხურციძემ იმედი გამოთქვა, რომ IBO-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი ნოკაუტით გახდებოდა. "ტორნადომ" ეს ვერ შეძლო, მაგრამ გუშინ თბილისის სპორტის სასახლე გულშემატკივრებმა მაინც ძალიან გახარებულებმა დატოვეს. მართალია, 72,6 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქუთაისელ მოკრივეს პოლონელი მარიუშ სენდროვსკის დასამარცხებლად 12 რაუნდი დასჭირდა, მაგრამ მთელი ბრძოლის განმავლობაში უზარმაზარ უპირატესობას ფლობდა და მის გამარჯვებაში პუბლიკას ეჭვი არ ეპარებოდა.

ნოკაუტი საღამოს კი დაამშვენებდა, მაგრამ მეორეს მხრივ, ავთანდილის ეფექტური და სანახაობრივი ჩხუბით იმხელა სიამოვნება მივიღეთ, დასანანი იქნებოდა, დაპირისპირება ნაადრევად რომ დასრულებულიყო.

117:111,
106:108, 116:112 - სამიდან ერთმა მსაჯმა გამარჯვება სენდროვსკის მიაკუთვნა, დანარჩენმა ორმა კი სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო და მსოფლიოს ჩემპიონის ქამარმა ბინა საქართველოში დაიდო.

გრანდიოზული საკრივო სანახაობა გუშინ გვიან ღამით დასრულდა და ამიტომაც მის ვრცელ მიმოხილვას ვერ გთავაზობთ. ორიოდე სიტყვით შევეხებით სხვა ბრძოლებსაც. ხურციძის გაჩემპიონებამდე რინგზე უკრაინელი ვიქტორ პოსტოლი ავიდა და შვედ სამ რუკუნდოს ათრაუნდიან ბრძოლაში ქულებით სძლია, მანამდე გამართული სარეიტინგო ბრძოლები კი უფრო ხანმოკლე გამოდგა.

69,8 კილოგრამში ქართველების, რობინზონ ომსარაშვილისა და ამბროსი სუთიძის ექვსრაუნდიანი ბრძოლა ფრედ დასრულდა; მეორე ბრძოლაშიც ერთმანეთს საქართველოს წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ - 61,2 კილოგრამში ასევე ექვსრაუნდიანი ჩხუბი ბექა საჯაიამ რუბენ მოვსესიანს ქულებით მოუგო; 72,6 კილოგრამში ბორის მდინარაძემ უკრაინელი ვალენტინ ვოლოხა დაანოკაუტა, ამავე წონაში რუსმა მარატ კულუმბეკოვმა ასევე ნოკაუტით დაამარცხა უკრაინელი ანდრეი დანიჩკინი.





.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჰო, რა თქმა უნდა, ბევრი გვყავს ხურციძესნაირი სახელოვანი ჯიგრები! შარაპოვა და კოტო უფრო აქტუალურები არიან?! არ ვიცით ჩვენებურების ღირსეული დაფასება! საწყენია! ყოჩაღ ავთანდილ, ყოჩაღ!
temo
22:50 15-03-2011
0
როგორ გაბედა აქ წაგება დაეფიქსირებინა
kopala
20:17 14-03-2011
0

სიახლეები პოპულარული