იოსებ კობერიძე: რად უნდოდა ხურციძეს "ბანდიტობა"? ფულიც აქვს და ყველაფერი...

AutoSharing Option
რად უნდოდა "ბანდიტობა" და ასეთები, მსოფლიო ჩემპიონია, ფულიც აქვს და ყველაფერი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის მეგობარმა, ორთაბრძოლების ფედერაციის ხელმძღვანელმა, მსოფლიოს ჩემპიონმა იოსებ კობერიძემ განუცხადა.

კობერიძე დარწმუნებულია, რომ ავთანდილ ხურციძეს, რომელიც, არსებული ინფორმაციით, შესაძლოა ამერიკაში დაკავებულ ქართველებს შორის იყოს, კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი არ აქვს.

"ინფორმაცია მოგვაწოდეს, გავაანალიზეთ და განვიხილეთ, რის შემდეგაც არის ასეთი ვერსიები, რომ შესაძლოა, უბრალოდ, სახელი და გვარი ემთხვეოდეს ან რაღაც ოპერაციის დროს მასაში მოყვა.

რად უნდოდა "ბანდიტობა" და ასეთები, მსოფლიო ჩემპიონია, ფულიცა აქვს და ყველაფერი.
ჩემი ვერსიაა, რომ თუ დაკავებულია, მაშინ რაღაც არასწორ ადგილზე მოხვდა მასაში, შესაძლოა, ოპერაციის დროს", - განაცხადა იოსებ კობერიძემ.

რაც შეეხება ლევან მაყაშვილს, რომლის შესახებაც ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ დაკავებულთა შორის სავარაუდოდ ისიცაა, კობერიძე მის შემთხვევაშიც დარწმუნებულია, რომ გაუგებრობას აქვს ადგილი.

"მაყაშვილიც კარგი მებძოლი, წარმატებული ბიჭია. მაგაზეც ეჭვი მეპარება. უზრუნველყოფილი იყო. არ უჭირდა. ჩემი აზრია, რომ ნამდვილად მასაში მოყვნენ", - აღნიშნა კობერიძემ.

არაოფიციალური ინფორმაციით, ნიუ-იორკში დაკავებულ 15 ქართველს შორის, რომელსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედება, შესაძლოა ქართველი სპორტსმენები - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი იყვნენ, თუმცა აღნიშნულის დადასტურება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. ეჭვები აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ჩამოთვლილი საქართველოს მოქალაქეების სახელებმა და გვარებმა გააჩინა.

- "დიახ, ხურციძე და მაყაშვილი დაკავებულები არიან, ადგილი აქვს გაუგებრობას"
- ავთანდილ ხურციძის დედა: ავთო საქართველოდან ამერიკაში გუშინ გაემგზავრა...

ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვთ არც საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციაში.

ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი - შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი. აღსანიშნავია, რომ ავთანდილ ხურციძეს 8 ივლისს მნიშვნელოვანი ბრძოლა ელის - ბრიტანელ ბილი ჯო სონდერსს WBO-ს ვერსიით საშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონის ქამრისთვის უნდა დაუპირისპირდეს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეჰ სოსო შენც კარგად იცი რომ ფულის ქონა არგუმენტი არ არის როცა საქმე ორგანიზებულ დანაშაულს ეხება
გიორგი
16:41 08-06-2017
0
იოსებ კობერიძე: რად უნდოდა ხურციძეს "ბანდიტობა"? ფულიც აქვს და ყველაფერი.... ოოოოოოოოო!!! კომენტარის გარეშე დავტოვებდი, მაგრამ ძალიან მიამიტური, უფრო სწორად ბავშვური აზროვნებაა. მაგ ლოგიკით ყველა ქურდი (განსაკუთრებით კანონიერი), სპეტაკად უნდა ცხოვრობდეს, მათ ხომ დიდი ფული აქვთ უკვე ნაშოვნი. კარგით რა ისებ!!! აქ მთავარი ისაა, რომ მართლაც გაუგებრობა იყოს და გამოუშვან ეს სპორცმენები.
გოგა
17:04 08-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული