"დღეს სასამართლო პროცესია, ავთო ხურციძეს 4 პირის თავდებში ჩადგომა სჭირდება"

AutoSharing Option
აშშ-ში დაკავებული პროფესიონალი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი 9 ივნისს, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე გაიმართება. ავთოს სჭირდება აშშ-ში ლეგალურად მცხოვრები 4 პირის თავდებში ჩადგომა. ამის შესახებ ინფორმაციას ხურციძის მეგობარი, შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ავრცელებს.

"ახლა დამთავრდა ავთო ხურციძის სასამართლო პროცესი. ყველაფერი ნორმალურად და მშვიდად არის. სანამ ყველაფერი გაირკვევა, საჭიროა 4 ადამიანის თავდებში ჩადგომა. ეს 4 ადამიანი უნდა იყოს ლეგალურად ამერიკის შეერთებულ შტატებში და კარგი სამსახურით. ხვალ 12:00 საათზე იქნება კიდევ სასამართლო და კარგი იქნება, თუ ვინმე სურვილის მქონე თავდებში ჩაუდგება ავთანდილ
ხურციძეს. თვითონ დამნაშავედ თავს არ თვლის და სპორტსმენი ბიჭები არიან უდანაშაულოები" - აღნიშნავს მერაბ დვალიშვილი.

- ავთანდილ ხურციძე 8 ივლისს ბრიტანელ ბილი ჯო სონდერსთან ვეღარ იჩხუბებს
- ავთანდილ ხურციძე: მოხდა ძალიან სერიოზული გაუგებრობა
- ავთანდილ ხურციძის დედა: ავთო საქართველოდან ამერიკაში გუშინ გაემგზავრა...
- იოსებ კობერიძე: რად უნდოდა ხურციძეს "ბანდიტობა"? ფულიც აქვს და ყველაფერი...

ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორისაა ორი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი - შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ავთოს თავდებად დაუდგებიან თავისი ამერიკელი მწვრთნელები,სპარინგპარტნიორები და პროფესიული კრივის გულშემატკივრები,ასე რომ ეგ არ იჯავროს ნინიმ და სხვა ნაციონალებმა.
mamali qoci
13:35 09-06-2017
0
რა თავდებში თუ ძმა ხარ. ამათ ამერიკა საქართველო ხომ არ გონიათ? ფაქტიურად არ არსებობს იქ ადამიანის დაკავება და დამნაშავედ ცნობა, უტყუარი მტკიცებულებების გარეშე. უბრალოთ უნდა გაეცნოთ ამერიკელ სამართალდამცავთა მუშაობის სტილს და დარწმუნდებით ამაში. ჩვენი პარლამენტარები ხომ არ გაგვეშვა იქ "თავდებად"
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული