იოსებ კობერიძე: რად უნდოდა ხურციძეს "ბანდიტობა"? ფულიც აქვს და ყველაფერი...

AutoSharing Option
რად უნდოდა "ბანდიტობა" და ასეთები, მსოფლიო ჩემპიონია, ფულიც აქვს და ყველაფერი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის მეგობარმა, ორთაბრძოლების ფედერაციის ხელმძღვანელმა, მსოფლიოს ჩემპიონმა იოსებ კობერიძემ განუცხადა.

კობერიძე დარწმუნებულია, რომ ავთანდილ ხურციძეს, რომელიც, არსებული ინფორმაციით, შესაძლოა ამერიკაში დაკავებულ ქართველებს შორის იყოს, კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი არ აქვს.

"ინფორმაცია მოგვაწოდეს, გავაანალიზეთ და განვიხილეთ, რის შემდეგაც არის ასეთი ვერსიები, რომ შესაძლოა, უბრალოდ, სახელი და გვარი ემთხვეოდეს ან რაღაც ოპერაციის დროს მასაში მოყვა.

რად უნდოდა "ბანდიტობა" და ასეთები, მსოფლიო ჩემპიონია, ფულიცა აქვს და ყველაფერი.
ჩემი ვერსიაა, რომ თუ დაკავებულია, მაშინ რაღაც არასწორ ადგილზე მოხვდა მასაში, შესაძლოა, ოპერაციის დროს", - განაცხადა იოსებ კობერიძემ.

რაც შეეხება ლევან მაყაშვილს, რომლის შესახებაც ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ დაკავებულთა შორის სავარაუდოდ ისიცაა, კობერიძე მის შემთხვევაშიც დარწმუნებულია, რომ გაუგებრობას აქვს ადგილი.

"მაყაშვილიც კარგი მებძოლი, წარმატებული ბიჭია. მაგაზეც ეჭვი მეპარება. უზრუნველყოფილი იყო. არ უჭირდა. ჩემი აზრია, რომ ნამდვილად მასაში მოყვნენ", - აღნიშნა კობერიძემ.

არაოფიციალური ინფორმაციით, ნიუ-იორკში დაკავებულ 15 ქართველს შორის, რომელსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედება, შესაძლოა ქართველი სპორტსმენები - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი იყვნენ, თუმცა აღნიშნულის დადასტურება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. ეჭვები აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ჩამოთვლილი საქართველოს მოქალაქეების სახელებმა და გვარებმა გააჩინა.

- "დიახ, ხურციძე და მაყაშვილი დაკავებულები არიან, ადგილი აქვს გაუგებრობას"
- ავთანდილ ხურციძის დედა: ავთო საქართველოდან ამერიკაში გუშინ გაემგზავრა...

ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვთ არც საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციაში.

ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი - შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი. აღსანიშნავია, რომ ავთანდილ ხურციძეს 8 ივლისს მნიშვნელოვანი ბრძოლა ელის - ბრიტანელ ბილი ჯო სონდერსს WBO-ს ვერსიით საშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონის ქამრისთვის უნდა დაუპირისპირდეს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებული ბიჭია და მეგობრობს ყველა ავთოსთან მათ შორის ქურდებიც,კაცს ვარჯიშის მეტი არაფერი უკეთებია მის ცხოვრებაში და რა კრიმინალზეა საუბარი,მიტო ხო არ უნდა დაიჭირონ რომ მეგობრები ავტორიტეტები ყავს,მაშინ ქუთაისიდანაც უნდა გადასახლდეს მაგი სადაც ცხოვრობს 80 პროცენტი კრიმინალია ან ქურდი,(უბანი გორა)ესეიგი კაცს გამარჯობა არ უნდა უთხრა ასე გამოდის.ავთო მაგრად დადექი გენაცვალე ყველაფერი კარგად იქნება,იმრავლოს შენისთანა ქართველებმა საქართველოში,შენ არც უფულობას და არც ფულს გადაურევიხარ და წარმატებების მიუხედავად თავი გვერდზე არ გაგიწევია და არ დაგივიწყებია ახლობლები,ალბათ მიტო დაგემართა დზმა კაცურად რომ ცხოვრობ და ზოგზოგიერთი არაკაცივით რომ არ ცხოვრობ.
Zaza
17:53 08-06-2017
0
მასაში მოყვნენო, გვამცნობს ბატონი. საინტერესოა, ამ "მასაში" ქართველების გარდა, სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც მოყვნენ? თუ ასეა, მაშინ...ლოგიკური კითხვაა ხომ!!
ნოდი
17:06 08-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული