მარტინესი პაკიაოს უმიზნებს

AutoSharing Option

საშუალო წონაში WBC-ის მსოფლიოს ჩემპიონი სერხიო მარტინესი ამერიკის შეერთებული შტატების კრივის ექსპერტთა ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო მოკრივე გახდა.

სულ ცოტა ხნის წინ არგეტინელმა მერვე რაუნდში ნოკაუტში გაგზავნა უკრაინელი სერგეი ძინზირუკი. ახლა ჩემპიონი დარწმუნებულია, რომ პოპულარობით გაასწრო ლეგენდარულ ამერიკელ ფლოიდ მეივეზერს და მხოლოდ პირველ ნომერ მენი პაკიაოს ჩამორჩება, რომელსაც 7 მაისს უწევს ბრძოლა შეინ მოზლისთან.

"ამ მომენტისთვის ვგრძნობ, რომ მსოფლიოს მეორე ნომერი ვარ - ამ ადგილზე მე მეივეზერი ჩავანაცვლე. ვფიქრობ, მენი პაკიაო მაინც რჩება მსოფლიოს საუკეთესო მოკრივედ. მაგრამ საქმე ისაა, რომ თუ
პაკმენი ვერ აჩვენებს თავის მაქსიმუმს მოსლისთან ბრძოლაში, როგორც ეს უკრაინელთან შეხვედრისას გავაკეთე, მაშინ საუკეთესო მე გავხდები. რა თქმა უნდა, მოსლის გამარჯვების შემთხვევაში ულაპარაკოდ პირველი ვიქნები", - ამბობს არგენტინელი ჩემპიონი.

მარტინესი მხოლოდ ასე არ აპირებს პირველობის მოპოვებას და მომავალში ძალიან უნდა იმავე მენი პაკიაოსთან ან მიგელ კოტოსთან ბრძოლის ორგანიზება. ამისთვის ის მზად არის წონა დაიგდოს და პირველ საშუალო წონაში გადავიდეს.

"იოლ ბრძოლებს არ ვეძებ, - აცხადებს სერხიო. - მზად ვარ დავეშვა პირველ საშუალო წონაში იმისთვის, რომ მენი პაკიაოს ან მიგელ კოტოს შევხვდე. საუკეთესოებთან ჩხუბი მინდა. თუ კოტო - ნამდვილი მამაკაცია, ის თავად მოითხოვს სერხიო მარტინესთან ბრძოლას. იქამდე არ გავჩერდები, სანამ წონითი კატეგორიის მიუხედავად მსოფლიოს საუკეთესო მოკრივე არ გავხდები".

მარტინესის პრომოუტერმა ლუ დიბელამ დაამატა: "მარტინესი მსოფლიოს საუკეთესო მოკრივეა. რამდენიმე დღის წინ თავად იხილეთ რატომაც მოხვდება ის კრივის დიდების დარბაზში. ის საუკეთესო არგენტინელი საშუალოწონოსანია კარლოს მონსონის შემდეგ".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული