საშუალო წონაში WBC-ის მსოფლიოს ჩემპიონი სერხიო მარტინესი ამერიკის შეერთებული შტატების კრივის ექსპერტთა ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო მოკრივე გახდა.
სულ ცოტა ხნის წინ არგეტინელმა მერვე რაუნდში ნოკაუტში გაგზავნა უკრაინელი სერგეი ძინზირუკი. ახლა ჩემპიონი დარწმუნებულია, რომ პოპულარობით გაასწრო ლეგენდარულ ამერიკელ ფლოიდ მეივეზერს და მხოლოდ პირველ ნომერ მენი პაკიაოს ჩამორჩება, რომელსაც 7 მაისს უწევს ბრძოლა შეინ მოზლისთან.
"ამ მომენტისთვის ვგრძნობ, რომ მსოფლიოს მეორე ნომერი ვარ - ამ ადგილზე მე მეივეზერი ჩავანაცვლე. ვფიქრობ, მენი პაკიაო მაინც რჩება მსოფლიოს საუკეთესო მოკრივედ. მაგრამ საქმე ისაა, რომ თუ
მარტინესი მხოლოდ ასე არ აპირებს პირველობის მოპოვებას და მომავალში ძალიან უნდა იმავე მენი პაკიაოსთან ან მიგელ კოტოსთან ბრძოლის ორგანიზება. ამისთვის ის მზად არის წონა დაიგდოს და პირველ საშუალო წონაში გადავიდეს.
"იოლ ბრძოლებს არ ვეძებ, - აცხადებს სერხიო. - მზად ვარ დავეშვა პირველ საშუალო წონაში იმისთვის, რომ მენი პაკიაოს ან მიგელ კოტოს შევხვდე. საუკეთესოებთან ჩხუბი მინდა. თუ კოტო - ნამდვილი მამაკაცია, ის თავად მოითხოვს სერხიო მარტინესთან ბრძოლას. იქამდე არ გავჩერდები, სანამ წონითი კატეგორიის მიუხედავად მსოფლიოს საუკეთესო მოკრივე არ გავხდები".
მარტინესის პრომოუტერმა ლუ დიბელამ დაამატა: "მარტინესი მსოფლიოს საუკეთესო მოკრივეა. რამდენიმე დღის წინ თავად იხილეთ რატომაც მოხვდება ის კრივის დიდების დარბაზში. ის საუკეთესო არგენტინელი საშუალოწონოსანია კარლოს მონსონის შემდეგ".