"ტორნადო" ქუთაისში

AutoSharing Option
ექვსგზის მსოფლიოს ჩემპიონი კრივში ავთანდილ ხურციძე ქუთაისს სტუმრობდა.

ტიტულოვანი მოკრივე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და დამწყებ სპორტსმენებს შეხვდა. შეხვედრა ქუთაისის კრივის დარბაზში გაიმართა, სადაც სპორტული კარიერის დასაწყისში თავად ხურციძეც ვარჯიშობდა.

"ტორნადოს" სახელით ცნობილმა მოკრივემ მშობლიურ ქალაქში საკუთარი გზის კარიერის დასაწყისი გაიხსენა და პატარა სპორტსმენებს წარმატებები უსურვა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა კი მსოფლიო ჩემპიონს სამახსოვრო საჩუქრები უძღვნეს.

ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ პირობა დადო, რომ ქუთაისის კრივის დარბაზი მალე საერთაშორისო სტანდარტების იქნება.


"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული