სად იქნება წლის ბრძოლა?

AutoSharing Option

სუპერმძიმე წონაში მომავალი სატიტულო ბრძოლა ვლადიმერ კლიჩკოსა და დევი ჰეის შორის აქედანვე უდიდეს ინტერესს იწვევს და მას "წლის ჩხუბსაც" კი უწოდებენ. ამ შეხვედრის ორგანიზების სურვილს უკვე შვიდი ქვეყანა გამოთქვამს. შეგახსენებთ, ბრძოლაზე კონტრაქტი გაფორმებულია, უბრალოდ მასპინძელი ქალაქის არჩევაა დარჩენილი.

ამჟამად, ტიტულების გამაერთიანებელ ჩხუბზე პრეტენზიას აცხადებს სამი საფეხბურთო არენა გერმანიაში (დიუსელდორფი გელზენკირჰენი,
ფრანქფურტი), რუსეთი (მოსკოვი), მონტე კარლო, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, სამხრეთ აფრიკა, ამერიკა და შვეიცარია.
ბრიტანელი მოკრივის მენეჯერსა და მწვრთნელს ადამ ბუტს არ სურს, რომ მისმა შეგირდმა ბრძოლა საფეხბურთო სტადიონზე ჩაატაროს.
"საკმაო
დრო გვაქვს იმისთვის, რომ ასეთი მრავალრიცხოვანი განაცხადები განვიხილოთ. იდეალური ვარიანტი იქნებოდა ევროპაში რომელიმე დარბაზში ჩხუბი. არ გვინდა ვინერვიულოთ მეტეოროლოგიური პირობების გამო, რამაც შეიძლება გარკვეული კორექტივები შეიტანოს ბრძოლის მიმდინარეობაში", - განაცხადა ბუტმა.

გარდა ამისა, იწყება მოლაპარაკებები ტელეტრანსლიაციის საკითხის მოსაგვარებლად. მოკრივეების მენეჯერები ნიუ იორკში გაემგზავრნენ
ტელარხებთან - HBO-სა და Showtime-თან მოსალაპარაკებლად. ბრძოლის სავარაუდო თარიღია 25 ივნისი ან 2 ივლისი.

* * *

ამასობაში, WBC-ის ჩემპიონ ვლადიმერ კლიჩკოს კუბელი ოდლანიერ სოლისის დამარცხების შემდეგ მორიგი მეტოქე გამოუჩნდა. უკრაინელის ბრძოლაში გამოწვევას აპირებს მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, რუსი ოლეგ მასკაევი. ის ამბობს, რომ ვიტალისთან ბევრი რამ აქვს გასაკვევი. 42 წლის მოკრივე 2011 წლის ივნისში განაახლებს კარიერას.

მასკაევმა ბოლო ბრძოლა 2009 წლის 11 დეკემბერს ჩაატარა. რუსმა დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელ ნაჰი აგილერასთან წააგო. მასკაევს ეს ჩხუბი რომ მოეგო, შემდეგ ამერიკელ რეი ოსტინს შეხვდებოდა და ბოლოს კლიჩკოსთან ბრძოლაც მოუწევდა.
რუსი 2006-08 წლებში იყო WBC-ის ჩემპიონი. პროფესიულ რინგზე მან 36 გამარჯვება (27 - ნოკაუტით) მოიპოვა და შვიდჯერ დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული