უკვე შეხვედრის დაწყებამდე აშკარა იყო, რომ ამ ჩხუბში ინტრიგა ნაკლებად იქნებოდა - სოლისს ძალიან უნდა მოენდომებინა ახალგაზრდა და უფრო ძლიერი მოწინააღმდეგის დასამარცხებლად. ყოფილმა ჩემპიონმა ამის გაკეთება ვერ მოახერხა.
სასტარტო გონგისთანავე რინგის ბატონ-პატრონი გამბოა გახდა. სოლისი აბსოლუტურად უუნარო იყო. მექსიკელს არაფერი გამოსდიოდა და როცა შეტევაზე გადასვლას აპირებდა,
მეორე სამწუთეულის დასაწყისი სოლისის განადგურების დასაწყისი აღმოჩნდა. ზუსტი მარჯვენა კროსისა და იქვე მარცხენა ჰუკის შემდეგ ხორხე რინგზე დაეცა. მან შეძლო ბრძოლის გაგრძელება და ინციატივის ხელში ჩაგდებაც სცადა - მეტოქის კორპუსის დამუშავებას მიჰყო ხელი. ამით არაფერი გამოვიდა - პირიქით, სოლისი მეტოქის კარგ კომბინაციაზე წამოეგო და მეორედ აღმოჩნდა ნოკდაუნში. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ კუბელი მოკრივე საკმაოდ "ბინძურ" კრივს გვთავაზობდა. მაგალითად, მეორე ნოკდაუნი წესით არ უნდა შემდგარიყო, რადგან გამბოამ კეფაში ჩაარტყა მოწინააღმდეგეს და თან ხელი უბიძგა მას. მაგრამ რეფერიმ ეს ვერ დაინახა და ნოკდაუნის ათვლა დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ შემდეგაც კუბელი მოკრივე არ ერიდებოდა აკრძალულ ილეთებს - განსაკუთრებით ხშირად იყენებდა უკვე ნახსენებ კეფაში დარტყმებს. თუმცა სოლისის მორიგი წაქცევა ამას არ უკავშირდებოდა - ამჯერად მიზანს მიაღწია ჩემპიონის უძლიერესმა ჰუკმა. მექსიკელს გონგმა უშველა, თორემ მისთვის ამ რაუნდში დასრულდებოდა ყველაფერი. თუმცა ისიც ცხადი იყო, რომ სოლისი წაგებას ვერ გადაურჩებოდა.
ყველაფერი მეოთხე რაუნდში დასრულდა. გამბოას დარტყმების მორიგი სერიის შემდეგ (აქაც იყო აკრძალული ილეთები) მექსიკელი მეოთხედ მოხვდა ნოკდაუნში. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა რეფერიმ ბრძოლის შეჩერება და გამარჯვებულად გამბოას გამოცხადება.
ასე რომ, იურიორკის გამბოამ შეინარჩუნა თავისი საჩემპიონო ქამრები და დროა, მეტოქეებად უფრო სეროიზული მოკრივეები შეარჩიოს. რაც შეეხება სოლისს, ეს მისი პირველი მარცხი იყო კარიერაში ტექნიკური ნოკაუტით.
* * *
ერთი ბრძოლა გაიმართა სუპერმძიმე წონით კატეგორიაში. ეს არ ყოფილა საჩემპიონო ჩხუბი, მაგრამ მაინც დიდი ინტეერსი გამოიწვია. გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ერთმანეთის პირისპირ წარსდგნენ უკრაინული წარმოშობის გერმანელი ალექსანდრ დიმიტრენკო (31-1-0, 21KO) და პოლონელი ალბერტ სოსნოვსკი (46-4-1, 28KO). ბრძოლამ გაამართლა მაყურებელთა იმედები: მთელი შეხვედრის განმავლობაში რთული იყო გამარჯვებულის გამოცნობა. ინიციატივა ხელიდან ხელში გადადიოდა და საბოლოოდ მოულოდნელი დასასრული მივიღეთ.
პირველ რაუნდებში უფრო აქტიურად მოქმედებდა გერმანელი მოკრივე, რომელმაც უფრო გრძელი ხელების წყალობით შორი დისტანციიდან შეუტია პოლონელს. მაგრამ სოსნოვსკიმ სულ ცოტა ხანი ითმინა მოწინაღმდეგის ამგვარი იერიშები - ის მიხვდა, რომ ბრძოლის ამგვარი მსვლელობა კარგს არაფერს მოუტანდა და ისიც გააქტიურდა. დიმიტრენკო იძულებული გახდა დროებით დაევიწყებინა შემტევი კრივი და გარკვეული ხანი დაცვაზე გადავიდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ფიზიკური მდგომარეობის მხრივ ორივე მოკრივე მოიკოჭლებდა. ბოლოს, ე. წ. საჩემპიონო რაუნდებში გერმანელიც და პოლონელიც ძალიან დაღლილები ჩანდნენ და რინგზე ძლივს გადაადგილდებოდნენ.
მიუხედავად ამისა, ევროპის ჩემპიონის (EBU) ტიტულისთვის ბრძოლა ნოკაუტით დასრულდა. თითქმის თანაბარი შეხვედრა მე-12 რაუნდში დასრულდა. დიმიტრენკომ ქვემოდან ძალიან ეფექტური დარტყმა შეასრულა. ამ აპერკოტის შემდეგ სოსნოვსკი რინგზე დაეცა და კარგა ხანი ვერ ახერხებდა წამოდგომას. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ღრმა ნოკაუტი არ ყოფილა - უბრალოდ, პოლონელს ბოლო ძალები გამოელია და ბრძოლის გაგრძელების სურვილი გაუქრა.
საბოლოოდ, ორი თანაბარი ძალის მოკრივის დაპირისპირებაში გამარჯვებული ალექსანდრ დიმიტრენკო გამოვიდა. მაგრამ იმ კრივით, რაც მათ რინგზე აჩვენეს, ევროპის ჩემპიონის ტიტულზე თუ განაცხადებენ პრეტენზიას. ჯერჯერობით ძმებ კლიჩკოებთან ბრძოლისთვის ისინი მზად არ არიან.