მექსიკელი მოკრივე ვარჯიშის დროს დაცხრილეს

AutoSharing Option
მექსიკელი მოკრივე უმბერტო ტაპია ვარჯიშის დროს დაცხრილეს. ინციდენტი 29 მარტს გვიან ღამით ტიხუანში მოხდა. 25 წლის სპორტსმენი 36 წლის მამაკაცმა, სახელად ადოლფო სალსიდომ ჩაცხრილა, რომელიც ეჭვობდა, რომ მოკრივეს მის მეუღლესთან რომანი ჰქონდა.

სალსიდო საწვრთნელ დარბაზში მივიდა, სადაც ტაპია ვარჯიშობდა და მოკრივესთან შეხლა-შემოხლა დაიწყო. ხანგრძლივი დავის შემდეგ სალსიდომ პისტოლეტი ამოიღო და სპორტსმენს მუცელში ესროლა.

ადგილზე მისულმა პოლიციელებმა იატაკზე დაცემული, გასისხლიანებული ტაპია აღმოაჩინეს, მაგრამ მედიკოსთა მოსვლიდან მცირე ხანში სპორტსმენი გარდაიცვალა.

ტაპია 63.5 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამოდიოდა. პროფესიონალურ რინგზე მოკრივემ 32 ბრძოლა გამართა,
რომელთაგან 15-ში გაიმარჯვა (8 ნოკაუტით) და 16 მარცხი იწვნია, ერთი ბრძოლა კი ფრედ დაასრულა.


მომზადებულია El Sol de Tijuana-ს მიხედვით




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული