შემდეგი დაცვა 4 ივნისს?

AutoSharing Option

სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ვიტალი კლიჩკოს მორიგი ბრძოლა, სავარაუდოდ, 4 ივნისს გაიმართება. როგორც გაირკვა, უკრაინელი მოკრივის წარმომადგენლები ამ მომენტისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებენ ამერიკულ საკაბელო ტელარხ Epix-თან, რომელმაც აშშ-ის ტერიტორიაზე მოაწყო 19 მარტს გამართული კლიჩკოსა და კუბელი ოდლანიერ სოლისის საჩემპიონო ბრძოლის ტრანსლიაცია. ვიტალის მენეჯერებსა და ტელევიზიის ხელმძღვანელებს შორის სწორედ 4 ივნისს გასამართი ბრძოლის შესახებ მიმდინარეობს მოლაპარაკება.

პოტენციურ მეტოქეებს შორის სახელდება სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ბელარუსი სერგეი ლიახოვიჩი. ამ უკანასკნელს მომავალ უქმეებზე, 9 აპრილს უნდა ეჩხება ამერიკელი ჯონი უაიტის წინააღმდეგ,
მაგრამ ნეკნის დაზიანების გამო უარი თქვა რინგზე გასვლაზე.

2011 წელს ვიტალის ერთი ბრძოლა უკვე დანიშნული აქვს. ადრე მიღწეული შეთანხმების თანახმად, WBC-ის ჩემპიონმა სექტემბერში პოლონელი ტომაშ ადამეკის წინააღმდეგ უნდა იჩხუბოს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული