ავთანდილ ხურციძე უკრაინული "РИНГ"-ის გარეკანზე

AutoSharing Option
უკრაინულმა ჟურნალმა "РИНГ" აპრილის ნომერს ყდაზე, პროფესიონალი ქართველი მოკრივის ავთანდილ ხურციძის ფოტო წაუმძღვარა, წარწერით гамарджоба генацвале.

"ELITE BOXING PROMOTION-მა თბილისში ტურნირი ჩაატარა. გასაგები იყო, რომ საღამოს მთავარ დაპირისპირებაში ავთანდილ ხურციძე გამოდიოდა - ამ კომპანიის და რაღა თქმა უნდა, სრულიად საქართველოს მთავარი იმედი. თავიდან იგეგმებოდა, რომ ავთანდილის რევანში კამერუნელ ჰასან ენჟიკამთან სწორედ საქართველოში შედგებოდა. თუმცა ამ იმედს ახდენა არ ეწერა და საბოლოო ჯამში თბილისის სპორტის სასახლის რინგზე ხურციძე პოლონელ მარიუშ სენდროვსკის დაუპირისპირდა.

მარიუში მებრძოლია, რომელსაც სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლია, თუმცა ის, რომ
პოლონელი საფინალო გონგს გაიგებდა და მით უმეტეს, გამარჯვებას მოახერხებდა, ძნელი დასაჯერებელი იყო. უფრო სწორედ, არავის სჯეროდა.

მართალია, ნოკაუტი არ შედგა, თუმცა ქართველის საერთო დომინირება რინგზე ეჭვს არ იწვევდა. მშობლიურ მიწაზე დებიუტსა და IBO-ს ვერსიით ჩემპიონის ტიტულს გილოცავთ, ავთანდილ!"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული