ჰეი კლიჩკოს დაჩოქებას დაპირდა

AutoSharing Option
ბრიტანელმა მძიმეწონოსანმა მოკრივემ დევიდ ჰეიმ განაცხადა, რომ ის უკრაინელ ვლადიმირ კლიჩკოს რინგზე დაჩოქებას და ხოხვას აიძულებს. ჰეიმ თქვა, რომ მასთან ორთაბრძოლისას კლიჩკო კორი სანდერსთან და ლეიმონ ბრიუსტერთან თავის ბრძოლას გაიხსენებს, რომლებიც უკრაინელი მოკრივის დამარცხებით დასრულდა.

ჰეის თქმით, სანდერსთან და ბიუსტერთან დაპირისპირებაში კლიჩკოს ასევე რინგზე ხოხვა მოუხდა და იგივე მოხდება, როდესაც ბრიტანელი უკრაინელ მოკრივეს ყბაში რამდენჯერმე დაარტყამს.

ჰეიმ კლიჩკოსთან ბრძოლაზე კონტრაქტს ხელი მარტის დასაწყისში მოაწერა. ბრძოლა 2011 წლის 2 ივლისს გერმანიაში გაიმართება. მასმედიაში ბრძოლის მეორე შესაძლო ვადად 25 ივნისიც სახელდებოდა.

კლიჩკო-ჰეის
დაპირისპირებაში სასწორზე IBF-ისა და WBO-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული იდება, რომელიც ამჟამად უკრაინელს ეკუთვნის და ასევე WBA-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული, რომელსაც ჰეი ფლობს.

30 წლის ჰეიმ პროფესიონალურ რინგზე 26 ბრძოლა ჩაატარა, რომელთაგან 25 (23 ნოკაუტით) მოიგო და ერთხელ დამარცხდა. 35 წლის კლიჩკომ 58 ბრძოლაში 55 გამარჯვებ მოიპოვა (49 ნოკაუტით) და სამი მარცხი განიცადა.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული