ძმები კლიჩკოები საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ

AutoSharing Option
ძმები კლიჩკოების პრომოუტერული კომპანია K2 Promotions-ის მენეჯერმა ბერნდ ბენტემ ESPN.com-ს განუცხადა იმის შესახებ, რომ უკრაინელი ჩემპიონები სუპერმძიმე წონაში თავიანთი უახლოესი მეტოქეები შესახებ ჩამოყალიბდნენ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ძმებმა კლიჩკოებმა ბრძოლის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს პოლონელ ტომაშ ადამეკთან და WBA-ის ჩემპიონ დევიდ ჰეისთან. ამასთან, ძმებს ერთმანეთში უნდა გაერკვიათ, ამ ორიდან ვის წინააღმდეგ მოუწევდათ რინგზე გასვლა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ IBF-სა და WBO-ის ჩემპიონი ვლადიმერი კრიჩკო ამა წლის ზაფხულში ტიტულების გამაერთიანებელ ბრძოლაში დაუპირისპირდება ბრიტანელ დევიდ ჰეის, WBC-ის ჩემპიონი ვიტალი კლიჩკო კი 10
სექტემბერს პოლონეთში შეხვდება იქაურ ტომაშ ადამეკს.

ბენტეს სიტყვებით, შეთანხმება ითვალისწინებს ერთ-ერთი ძმის მეორეთი შეცვლას, მაგრამ კლიჩკოების გადაწყვეტილება ჯერჯერობით ასე გამოიყურება. "ყველაფერი მარტივადაა: ვლადიმერი პირველი იყო, ვისაც 2009 წელს ჰეისთან უნდა ეჩხუბა, - ამბობს ბენტე. - თავიდან ყველაფერი სწორედ ამ მიმართულებით მიდიოდა, მაგრამ ახლა ძმებმა მეტოქეები საბოლოოდ გაინაწილეს. თუ ვლადიმერს ტრავმა არ შეაწუხებს, ჰეის სწორედ ის შეხვდება. ახლა უმცროსი კლიჩკო წესრიგშია. ექიმმა ვარჯიშების განახლების უფლება მისცა, ამიტომაც მაისიდან ის აქტიურ მზადებას შეუდგება".

მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით ჰეისთან ბრძოლის თარიღი და ადგილი გარკვეული არ არის. "25 მაისი ან 2 ივნისი, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია სტადიონთან შეთანხმებაზე, - აღნიშნა ბენტემ. - ჯერჯერობით ვერ გავარკვიეთ, რომელი გერმანული არენა უმასპინძლებს საჩემპიონო ბრძოლას. გამორიცხული არ არის, შეხვედრა გერმანიის ფარგლებს გარეთ გაიმართოს, მაგრამ ეს უნდა იყოს ჰეის მენეჯერთან ადამ ბუტთან ერთად მიღებული გადაწყვეტილება".

ვიტალი კლიჩკოსა და ტომაშ ადამეკის ჩხუბი 10 სექტემბერს ვარშავაში ან ვროცლავში გაიმართება და ბენტეს სიტყვებით ამ საკითხს პოლონელის პრომოუტერ კეტი დუვასთან ერთად განიხილავს. საბოლოოდ ყველაფერი 9 აპრილის შემდეგ გაირკვევა - სწორედ ამ დღეს არის დანიშნული ადამეკისა და კევინ მაკბრაიდის ჩხუბი. "ვლადიმერი ჰეის შეხვდება, ვიტალი - ადამეკს, ოღონდ ამ უკანასკნელმა მაკბრაიდი უნდა დაამარცხოს, თორემ მისი კანდიდატურა მოიხსნება", - განაცხადა ბენტემ.

ასევე გამორიცხული არ არის, რომ ვიტალი კლიჩკომ ერთი საშუალედო ბრძოლა ჩაატაროს გერმანიაში 4 ივნისს. "შესაძლოა, ამ დღეს ვიტალი მართლაც გავიდეს რინგზე, მაგრამ ეს ბრძოლის გერმანიაში ტრანსლიაციის საკითხზე იქნება დამოკიდებული", - აღნიშნა მენეჯერმა.

ბენტე ამბობს, რომ სავარაუდროდ, ორივე ბრძოლა ამერიკაში ტელეკომპანია HBO-ის საშუალებით გადაიცემა, რომელთანაც უკრაინულ მხარეს ამ ბოლო დროს დაძაბული ურთიერთობა აქვს. გასულ კვირას ბენტესა და ბუტს ამერიკაში რამდენიმე ტელეკომპანიასთან ჰქონდა შეხვედრა, მაგრამ ამ მიმართულებით ჯერ არც ერთი ოფიციალური დოკუმენტი არ არის გაფორმებული. "ამერიკაში ინტერესი არსებობს, მაგრამ საბოლოოდ, ალბათ, არჩევანი HBO-ზე გაკეთდება, - ამბობს ბენტე. - გასულ კვირას ჩვენ შევხვდით ამ ტელეკომპანიას, Epix-სა და Showtime-ს. კონტრაქტი ჯერ არ არსებობს, მაგრამ ვფიქრობ, HBO-სთან შეთანხმება მოხდება".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული