უარი 50 მილიონს

AutoSharing Option
ფილიპინელი ჩემპიონის მენი პაკიაოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს ამერიკელ ფლოიდ მეივეზერთან მოლაპარაკებების დეტალები გაუმხილა. როგორც იცით, ფლოიდმა 100 მილიონი მოითხოვა პაკიაოსთან ბრძოლის სანაცვლოდ, რითაც მთელი საკრივო სამყაროს კრიტიკა დაიმსახურა.

პაკიაოს მრჩეველმა მაიკლ კონჩმა განაცხადა, რომ ფილიპინელის გუნდმა ჰონორარის სახით 50 მილიონი შესთავაზა ამერიკელს, თუმცა მეივეზერი არ დაეთანხმა ამ წინადადებას.

"ქვეყანა, რომლის დასახელების უფლება არ მაქვს, 100 მილიონი დოლარი შემოგვთავაზა პაკიაოსა და მეივეზერის ჩხუბის ორგანიზებისთვის, - განაცხადა კონჩმა. - ეს საპრიზო ფონდი შუაზე გაიყოფოდა. შესაბამისად, ამერიკელი 50 მილიონს მიიღებდა. მაგრამ მან უარყო
ეს წინადადება. ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს - მას უბრალოდ ეშინია მენისთან ჩხუბი. მასთან ყველაფერი გარკვეულია".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული