მანჩესტერში "MEN-არენაზე" პირველ ნახევრადსაშუალო წონაში WBA-ის ჩემპიონმა ამირ ხანმა წარმატებით დაცვა ტიტული პოლ მაკლოსკისთან ბრძოლაში. ეს უკანასკნელი აქამდე დაუმარცხებელი იყო პროფესიულ რინგზე.
ბრძოლა გაცილებით აქტიურად და ხარისხიანად ჩემპიონმა ჩაატარა. მან უამრავი ზუსტი დარტყმა შეასრულა, ირლანდიელი მაკსორლი კი ცუდად იცავდა თავს.
ხანის რამდენიმე ბრწყინვალე კომბინაციის შემდეგ ცხადი გახდა, რომ პრეტენდენტი სერიოზულ პრობლემებს ვერ შეუქმნიდა ჩემპიონს. ყველაფერი მეექვსე რაუნდში გადაწყდა - მოკრივეები ერთმანეთს თავებით შეეჯახნენ და მაკლოსკიმ მარცხენა თვალი დაიზიანა.
ამერიკაში გამართულ ჩხუბში WBC-ის ტიტული ვერ შეინარჩუნა 27 წლის ანდრე ბერტომ. ასე რომ, ნახევრადსაშუალო წონას 24 წლის ვიქტორ ორტისის სახით ახალი ჩემპიონი ჰყავს.
მთელმა ბრძოლამ ორმხრივ იერიშებში ჩაიარა და ორივე მოკრივემ მოასწრო ნოკდაუნში მოხვედრა. გარკვეულ მომენტებში ჩემპიონი ძალიან აქტიური იყო და შეეძლო პრეტენდენტის ნოკაუტში გაგზავნა, მაგრამ ორტისმა გაუძლო ამ იერიშებს და საბოლოოდ, სამივე მსაჯმა უპირატესობა სწორედ მას მიანიჭა - 115:110, 114:112 და 114:111.