ახალი და ძველი ჩემპიონები

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ორი საინტერესო ბრძოლა გაიმართა პროფესიულ რინგზე. ორივე საჩემპიონო შეხვედრა იყო.

მანჩესტერში "MEN-არენაზე" პირველ ნახევრადსაშუალო წონაში WBA-ის ჩემპიონმა ამირ ხანმა წარმატებით დაცვა ტიტული პოლ მაკლოსკისთან ბრძოლაში. ეს უკანასკნელი აქამდე დაუმარცხებელი იყო პროფესიულ რინგზე.

ბრძოლა გაცილებით აქტიურად და ხარისხიანად ჩემპიონმა ჩაატარა. მან უამრავი ზუსტი დარტყმა შეასრულა, ირლანდიელი მაკსორლი კი ცუდად იცავდა თავს.
ხანის რამდენიმე ბრწყინვალე კომბინაციის შემდეგ ცხადი გახდა, რომ პრეტენდენტი სერიოზულ პრობლემებს ვერ შეუქმნიდა ჩემპიონს. ყველაფერი მეექვსე რაუნდში გადაწყდა - მოკრივეები ერთმანეთს თავებით შეეჯახნენ და მაკლოსკიმ მარცხენა თვალი დაიზიანა.
მსაჯმა მიიჩნია, რომ ირლანდიელი ბრძოლას ვერ გააგრძელებდა და ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება ბრიტანელს მიანიჭა. იმ მომენტისთვის სამივე მსაჯს ხანის სასარგებლოდ ერთნაირი ანგარიში ჰქონდა დაფიქსირებული - 60:54.

ამერიკაში გამართულ ჩხუბში WBC-ის ტიტული ვერ შეინარჩუნა 27 წლის ანდრე ბერტომ. ასე რომ, ნახევრადსაშუალო წონას 24 წლის ვიქტორ ორტისის სახით ახალი ჩემპიონი ჰყავს.

მთელმა ბრძოლამ ორმხრივ იერიშებში ჩაიარა და ორივე მოკრივემ მოასწრო ნოკდაუნში მოხვედრა. გარკვეულ მომენტებში ჩემპიონი ძალიან აქტიური იყო და შეეძლო პრეტენდენტის ნოკაუტში გაგზავნა, მაგრამ ორტისმა გაუძლო ამ იერიშებს და საბოლოოდ, სამივე მსაჯმა უპირატესობა სწორედ მას მიანიჭა - 115:110, 114:112 და 114:111.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული