"წლის ბრძოლას" ჰამბურგის საფეხბურთო სტადიონი - "იმტეხ-არენა" უმასპინძლებს, რომელიც 55 ათას მაყურებელს იტევს. ასევე გაირკვა WBC-ის ჩემპიონის ვიტალი კლიჩკოს მორიგი ბრძოლის დეტალები - ის 10 სექტემბერს პოლონეთის ქალაქ ვროცლავში დაუპირსპირდება ადგილობრივ მძიმეწონოსან ტომაშ ადამეკს.
უფროსი კლიჩკოსა და პოლონელი მოკრივის შეხვედრა ახალ საფეხბურთო სტადიონზე გაიმართება, რომელზეც 42 ათასი ადამიანი ეტევა. ეს არენა გაისად
ბრიტანელმა ჰეიმ უკვე დაიწყო უკრაინელის ნერვებზე თამაში. WBA-ის ჩემპიონის განცხადებით, ისეთი რეფერი სჭირდება, რომელსაც ათამდე დათვლა ეცოდინება, რათა სწორად დაფიქსირდეს ვლადიმერ კლიჩკოს ნოკაუტი. მსაჯისგან სხვა თვისებები საჭირო არ არისო - ამბობს ბრიტანელი მოკრივე.
ჰეიმ ისიც დაამატა, რომ ნებისმიერ ადგილას დათანხმდებოდა კლიჩკოსთან შეხვედრას, სადაც კი საკრივო რინგი არსებობს. "იმ დროისთვის, როცა რეფერი ჩემს გამარჯვებას დააფიქსირებს, ვლადიმერი ვერ გაიხსენებს, სად იმყოფება", - ტრაბახობს დევიდი.
ბრიტანელი არ ეთანხმება ბუკმეიკერებს, რომლებიც მომავალ ბრძოლაში აშკარა ფავორიტად უკრაინელ ჩემპიონს ასახელებენ. ჰეიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ ვლადიმერს მისი დონის მეტოქესთან ჯერ არ უჩხუბია.
* * *
ნახევრადსაშუალო წონას ახალი ვარსკვლავი გამოუჩნდა. გასულ უქმეებზე 24 წლის ამერიკელმა ვიქტორ ორტისმა ბრწყინვალე სტილში დაამარცხა ცნობილი ანდრე ბერტო და მას WBC-ის ტიტული ჩამოართვა.
ეს ორტისისთვის დებიუტი იყო ნახევრადსაშუალო წონაში (მანამდე ქვედა კატეგორიაში გამოდიოდა) და გამარჯვების შემდეგ ამერიკულ ჟურნალ The Ring-ის შესაბამის რეიტინგში ერთბაშად მესამე ადგილზე აღმოჩნდა. მასზე წინ მხოლოდ პროფესიული რინგის უპირველესი ვარსკვლავები - მენი პაკიაო და ფლოიდ მეივეზერი არიან. აქამდე მესამე ადგილზე სწორედ ბერტო იმყოფებოდა, მაგრამ მეხუთე პოზიციაზე ჩამოქვეითდა - მან ორტისის გარდა შეინ მოზლიც გაუშვა წინ.
განახლებული რეიტინგი ასე გამოიყურება:
1. მენი პაკიაო
2. ფლოიდ მეივეზერი
3. ვიქტორ ორტისი
4. შეინ მოზლი
5. ანდრე ბერტო
6. იან ზავეკი
7. ვიაჩესლავ სენჩენკო
8. რაფალ იაცკევიჩი
9. მაიკლ ჯონსი
10. სელჯუქ აიდინი.
.