3D კრივი პირველად!

AutoSharing Option

პირველად ისტორიაში პროფესიონალ მოკრივეთა ბრძოლას 3D ფორმატში აჩვენებენ. ეს მოხდება უახლოეს შაბათს, 31 ივლისს, როცა გერმანიაში რამდენიმე ცნობილი მებრძოლის მონაწილეობით საკრივო შოუ გაიმართება. ამ საღამოს მთავარი ბრძოლა იქნება გერმანელი სებასტიან ზბიკისა და არგენტინელი ხორხე ილანდის დუელი 72-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში.

შოუს ორგანიზატორია ერთ-ერთი წამყვანი გერმანული პრომოუტერული კომპანია - Universum. მისი ხელმძღვანელი კალუს-პეტერ კოლი მოხარულია, რომ პირველად ისტორიაში წარადგენს 3D ფორმატში კრივის ტრანსლიაციას. კოლი თქმით, მან ამ ფორმატში უკვე იხილა საწვრთნელი ბრძოლები და ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ თავად იმყოფებოდა რინგზე.

რომოუტერმა დაამატა, რომ კრივი იდეალურად ერგება 3D ფორმატში ტრანსლიაციებს - უფრო მეტად ვიდრე ფეხბურთი ან ფორმულა 1-ის რბოლები, რადგან იქ მოვლენები მაყურებლისგან გაცილებით შორს ვითარდება. კოლი მიიჩნევს, ეს ახალი ტექნოლოგია კრივის მომავალს წარმოადგენს.

რაც შეეხება ჰამბურგში გასამართი საკრივო შოუს სპორტულ მხარეს, ზბიკსა და ილანდს შორის გათამაშდება WBC-ის დროებითი ტიტული 72-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. მანამდე კიდევ რამდენიმე ბრძოლა გაიმართება. მაგალითად, რინგზე გავა ცნობილი კუბელი მძიმეწონოსანი - ხუან-კარლოს გომესი. მისი მეტოქე ჯერ ცნობილი არ არის.

ლელო

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული