რაულ და რამონ გარსიებმა სამშობლოში მოიპოვეს გამარჯვებები. პირველმა შეინარჩუნა WBO-ის ტიტული 47-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში - რაულმა მესამე რაუნდში ნოკაუტში გაუშვა ფილიპინელი რომელ ასენხო. მეორე ძმამ რამონმა, რომელიც 49-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში WBO-ის საჩემპიონო ქამარს ფლობდა, ეს ტიტული დაიბრუნა. მან რევანში აიღო შარშან დეკემბერში კოლუმბიელ ხესუს ხელესთან მარცხის გამო. ბრძოლა მეოთხე რაუნდში ნოკაუტით დასრულდა.
ჩაშლის პირას მივიდა 2 ივლისს დანიშნული ტიტულების გამაერთიანებელი
ამ ცნობის გავრცელების შემდეგ მთელი საკრივო სამყარო აფორიაქდა, რადგან წარმოიშვა თავად ბრძოლის გაუქმების საფრთხე. WBA-ის ჩემპიონის დევიდ ჰეის მენეჯერი და მწვრთნელი ადამ ბუტი არ პასუხობდა ინგლისური გამოცემის სატელეფონო ზარებს, თუმცა ჰეის პრეს-ატაშემ ელიოტ უორსელმა კორესპონდენტს განუცხადა, რომ "გუნდებს რამდენიმე საკითხი აქვთ გასარკვევი" და იქვე დაამატა, რომ ეჭვი ეპარება საჩემპიონო ბრძოლის გაუქმებაში.
წლევანდელ ზაფხულს კრივის მოყვარულებს უცნაური პარფიუმერული სიახლე ელოდებათ. საკუთარი არომატის შექმნა და გამოშვება გადაწყვიტა მსოფლიოს კრივის მთავარმა ვარსკვლავმა მენი პაკიაომ. სუნამომ ასეთი სახელწოდება მიიღო - Manny Pacman Pacquiao MP8 Scent of The Champion.
სახელწოდებაში ციფრი "8" შემთხვევით არ არის მოხვედრილი - ის გვახსენებს იმის შესახებ, რომ ფილიპინელი რვა წონით კატეგორიაში იყო მსოფლიოს ჩემპიონი.