აი რა დაწერა Twitter-ზე თავის მიკრობლოგში ჰეიმ: "ამ კვირას დაგეგმილი პრესკონფერენციები მომავალი კვირისთვის გადაიდო. ბრძოლა აუცილებლად ჩატარდება!!!"
შეგახსენებთ, რომ ბრძოლამდე ჯერ კიდევ ორი თვეა დარჩენილი და ბევრს კიდევ არ სჯერა, რომ ნამდვილად იხილავს სუპერმძიმე წონაში ყველაზე აქტუალურ
* * *
სამაგიეროდ, უკვე დანამდვილებით არის ცნობილი, რომ უახლოეს უქმეებზე ორ საინტერესო ბრძოლას ვნახავთ. 48 წლის ლეგენდარული ამერიკელი ევანდერ ჰოლიფილდი უკვე კოპენჰაგენშია ჩასული და იქ 7 მაისს შეხვდება 46 წლის ადგილობრივ ვეტერანს ბრაიან ნილსენს. აქ მოყვანილი ფოტო ბრძოლის აფიშის ფონზეა გადაღებული.
* * *
რა თქმა უნდა, იმავე 7 მაისს განსაკუთრებული ყურადღება იქნება მიპყრობილი ფილიპინელი მენი პაკიაოსა და ამერიკელი შეინ მოზლის შეხვედრისკენ.
ამ ბრძოლისადმი მიძღვნილ ვიდეორგოლში შეინ მოზლისთან ერთად მონაწილეობა მიიღო ამერიკელის მეგობარმა გოგონამ, ფოტომოდელმა და მსახიობმა ბელა გონსალესმა. ამ უკანასკნელმა Fighthype.com-თვის მიცემულ ინტერვიუში თამამად განაცხადა, რომ მისი შეყვარებული ნოკაუტით დაამარცხებს ფილიპინელს.
"ვფიქრობ, მენი ძალიან კარგი მოკრივეა, მაგრამ მე ვნახე მისი ბრძოლები მარგარიტოსთან და კოტოსთან და მიმაჩნია, რომ შეინს გამარჯვების კარგი შანსები აქვს, - განაცხადა გონსალესმა - არ ვამბობ, რომ ეს იოლი ბრძოლა იქნება, მაგრამ ჩემი პროგნოზით შეინი მერვე რაუნდში ნოკაუტით გაიმარჯვებს".