დელეგატად ბაქოს ტურნირზე

AutoSharing Option
საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი ვლადიმერ ახალკაცი, როგორც ადრე ვწერდით, ევროპის კრივის კონფედერაციის აღმასკომისა და ამავე კონფედერაციის მსაჯთა კომიტეტის წევრად არჩიეს.

ამას წინათ კი ახალკაცმა წარმატებით ჩააბარა გამოცდები და კრივის საერთაშორისო ფედერაციის (AIBA) ტექნიკური დელეგატი გახდა. მსოფლიოს მასშტაბით AIBA-ს ამ წოდების სულ რამდენიმე ადამიანია. სასიამოვნოა, რომ მათ შორის ერთი ჩვენებურიცაა. 8-15 მაისს მოკრივეთა ბაქოს საერთაშორისო ტურნირზე ვლადიმერ ახალკაცი დელეგატად არის მიწვეული.

ჩვენთან საუბარში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ქართულ კრივს სახელმწიფოსგან ასეთი თანადგომა არასდროს ჰქონია. ეს კი გვავალდებულებს, რომ ტყავის
ხელთათმანის ქართველმა ოსტატებმა ყველაფერი გააკეთონ 2012 წლის ოლიმპიური ლიცენზიების მოსაპოვებლად და ლონდონში წარმატების მისაღწევად".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული