მენი პაკიაომ შეინ მოსლი დაამარცხა

AutoSharing Option
ფილიპინელმა მოკრივემ მენი პაკიაომ WBO (მსოფლიო საკრივო ორგანიზაცია)-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაიცვა 66.7 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში.

ამერიკელ შეინ მოსლისთან ტიტულის დასაცავ ბრძოლაში მან ქულებით გამანადგურებელი გამარჯვება მოიპოვა 119:108, 120:108, 120:107. ბრძოლა ლას ვეგასში გაიმართა.

პაკიაო მთელი ორთაბრძოლისას უპირატესობას ფლობდა. მესამე რაუნდში მეტოქე ნოკდაუნში ჩააგდო, რის შემდეგაც მოსლიმ შეტევაზე გადასვლის მცდელობებზეც კი უარი თქვა. 10-ე რაუნდში კი რეფერიმ თვითონ პაკიაოს წინააღმდეგ ჩათვალა ნოკდაუნი, თუმცა ჩანაწერზე გამოჩნდა, რომ ფილიპინელი მკერდში კვრისგან წაიქცა, როდესაც მოსლი უშუალო შეტაკებისგან თავის დაღწევას ცდილობდა.

ბრძოლის დასრულების
შემდეგ პაკიაომ აღნიშნა, რომ ეს დაპირისპირება მის კარიერაში საინტერესო არ ყოფილა. ფილიპინელის თქმით, მეოთხე რაუნდიდან მას ხელს ფეხის კუნთების კანკალი უშლიდა, რაც ბრძოლისუნარიანობაზეც აისახა.

მოსლიმ განაცხადა, რომ მსოფლიოს საუკეთესო მოკრივესთან დამარცხდა. პაკიაო ს ყველა წონით კატეგორიაში საუკეთესო მოკრივედ მიიჩნევენ. "მას გამანადგურებელი ძალა აქვს. ასეთი ძალით ჩემთვის აქამდე არასდროს დაურტყამთ", - თქვა 39 წლის ამერიკელმა, რომელიც სხვადასხვა წონით კატეგორიაში ოთხჯერ იყო მსოფლიოს ჩემპიონი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული