ქართველი მოკრივეების 8 მედალი საერთაშორისო ტურნირებიდან

AutoSharing Option
9-14 მაისს ალმა-ატამ კრივში საგაბატ ნურმაგანბეტოვის სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა, რომელშიც 15-მდე ქვეყნის მოკრივეები, მათშორის ქართველი სპორტსმენები გამოვიდნენ და 3 მედალი მოიპოვეს. 75 კგ-ში ჯაბა ხოსიტაშვილმა ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, ზაალ კვაჭაძემ (69 კგ) და მიხეილ ბახტიძემ (+91 კგ) კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

საინტერესოა, რომ ტურნირის საუკეთესო მწვრთნელად საქართველოს ნაკრების თავკაცი რამაზ ფალიანი დასახელდა.

ამავე პერიოდში, (9-14 მაისი) ბაქოში ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა ჭაბუკ მოკრივეთა შორის, სადაც ქართველმა მოკრივეებმა 15-მდე ქვეყნის სპორტსმენებს შორის 5 მედალი დაისაკუთრეს.

ჯემალ შალამბერიძემ (60
კგ) და ირაკლი ქათამაძემ (70 კგ) ფინალური ორთაბრძოლები დათმეს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს. დიმიტრი კოპაძემ (63 კგ), ვასილ წიწილაშვილმა (75 კგ) და ლაშა ღვალაძემ (80 კგ) კი ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს.

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული