ვლადიმერ კლიჩკოს შემდეგ, მომავალი მეტოქის ვინაობა გაარკვია სუპერმძიმე წონაში WBC-ის ტიტულის მფლობელმა ვიტალი კლიჩკომ. მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ამერიკელმა შენონ ბრიგსმა განაცხადა, რომ ხელი მოაწერა უკრაინელთან საჩემპიონო ბრძოლის კონტრაქტს. ბრიგსის თქმით, ბრძოლა 16 ოქტომბერს გაიმართება, შეხვედრის მასპინძლობის უფლებას კი, სავარაუდოდ, გერმანიის ქალაქი ჰამბურგი მოიპოვებს. ჯერჯერობით უკრაინულ მხარეს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.
38 წლის ბრიგსი გულშემატკივრებს უფროსი კლიჩკოს პენსიაში გაშვებას ჰპირდება. ამერიკელი საკუთარ თავს "ისტორიაში საუკეთესო მოკრივეს" უწოდებს და კლიჩკოს დამარცხების შემდეგ, WBA-ის ჩემპიონთან, ბრიტანელ დევიდ ჰეისთან ჩხუბს აპირებს.
ამერიკელი ერთხელ უკვე
ამჟამად ბრიგსი მერვე ადგილს იკავებს WBC-ის კლასიფიკაციაში. 2010 წელს მან უკვე სამი ბრძოლის გამართვა მოასწრო ნაკლებად ცნობილ მოკრივეებთან და სამივეში ნოკაუტით გაიმარჯვა. სულ პროფესიულ რინგზე 57 ბრძოლა ჩაატარა, 51 მოიგო (45 - ნოკაუტით), ხუთი წააგო და ერთი ფრედ დაასრულა.
რაც შეეხება კლიჩკოს, თავის დროზე მან განაცხადა, რომ მორიგ ბრძოლას ოქტომბერში გამართავს. ივლისის შუაში უკრაინელის მრჩეველმა ბერნდ ბენტემ კლიჩკოს სავარაუდო მეტოქეები დაასახელა - ბრიგსი, რუსი ნიკოლაი ვალუევი, პოლონელი ტომაშ ადამეკი და კუბიელი ოდლანიერ სოლისი.
ლელო