10:46 31-05-2011
ევროპისთვის მზად არიან
AutoSharing Option
ქართველმა მოკრივეებმა წლევანდელი სეზონისთვის მზადება ბაკურიანში დაიწყეს. შემდეგ ბულგარეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინასა და ყაზახეთში ერთობლივი საწვრთნელი შეკრებები გაიარეს, 4 საერთაშორისო ტურნირში იასპარეზეს და სხვადასხვა სინჯის 11 მედალი მოიხვეჭეს. ამჟამად ეროვნული ნაკრები დუშეთის ოლიმპიურ კომპლექსში ვარჯიშობს, 14 ივნისს კი ევროპის ჩემპიონატში საასპარეზოდ ანკარაში გაემგზავრება. ყოველივე ამის შესახებ გუშინ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ჟურნალისტებთან შეხვედრისას კრივის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ვლადიმერ ახალკაცმა და ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ ფალიანმა ილაპარაკეს. მოკრივეთა 2011 წლის სეზონის განვლილი პერიოდის პრეზენტაციას სპორტის მინისტრის მოადგილე გია გალდავა ესწრებოდა.
ფედერაციის მესვეურთა აზრით, კონტინენტის პირველობა ბაქოს სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატისთვის (16 სექტემბერი - 3 ოქტომბერი) მზადების ერთ-ერთი ეტაპი იქნება. აზერბაიჯანის დედაქალაქში კი 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის საგზურები გათამაშდება. ვლადიმერ ახალკაცმა დამსწრეთ აუწყა, რომ ტყავის ხელთათმანის ოსტატებს სახელმწიფოს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისგან სრული მხარდაჭერა აქვთ როგორც მორალური, ისე მატერიალური. დღემდე უკვე დახარჯულია 290 ათასამდე ლარი, რისი ფუფუნებაც უწინ კრივს არ ჰქონდა. რაც შეეხება საევროპო ნაკრების შემადგენლობას, თურქეთში ქვეყნის სპორტულ ღირსებას ავთანდილ ჭუბაბრია (49 კგ), გიორგი კილანავა (52), ნიკოლოზ იზორია (56), კობა ფხაკაძე (60), ბაკურ გოგოჭური (64), ზაალ კვაჭატაძე (67), ჯაბა ხოსიტაშვილი (75), იაგო კიზირია (81), ლევან გულედანი (91) და მიხეილ ბახტიძე (+91) დაიცავენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული