მეივეზერი დონ კინგთან გადადის

AutoSharing Option
ამერიკულ კრივში, შესაძლოა, საინტერესო ტანდემი ჩამოყალიბდეს. როგორც BoxingScene წერს, ლეგენდარული პრომოუტერი დონ კინგი და პროფესიულ კრივში დაუმარცხებელი ფლოიდ მეივეზერი თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
ისინი ერთმანეთს რამდენიმე დღის წინ შეხვდნენ და მეივეზერის სამომავალო კარიერა განიხილეს.
"მეივეზერი მსოფლიოში ყველაზე ნიჭიერი მოკრივეა და მზად ვართ ერთად ვაკეთოთ საერთო საქმე. ვიცი, რამდენის მიღწევა შეუძლია ფლოიდს რინგზე და მასაც შესანიშნავად ესმის, რომ შემიძლია არნახული ჰონორარების გარანტია მივცე მოკრივეს. ჩვენ ბრწყინვალედ გვესმის ერთმანეთი", - განაცხადა დონ კინგმა.
როგორც იცით, მეივეზერმა და ფილიპინელმა მენი პაკიოამ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას და
მათ შორის არ შედგა "საუკუნის ბრძოლად" მონათლული შეხვედრა. დონ კინგმა აღნიშნა, რომ ძალიან კარგად მუშაობს ბობ არუმთან (პაკიაოს პრომოუტერი) და ისინი ერთად დიადი ბრძოლების ორგანიზებას შეძლებენ.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული