რევანში არ შედგა

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე გამართული ბრძოლებიდან ყველაზე საინტერესო იყო მექსიკური დაპირისპირება ლას ვეგასში. აქ როგორც იქნა ჩატარდა მატჩ-რევანში ხუან მანუელ მარკესსა (51-5-1, 37 KO) და ხუან დიასს (355-4, 17 KO) შორის.

ეს იყო ბრძოლა მჩატე წონაში, რომელშიც თამაშდებოდა მარკესის ორი საჩემპიონო ტიტული (WBO-სა და WBC-ის ვერსიით). ლეგენდარულმა მექსიკელმა შეძლო საჩემპიონო ქამრების შენარჩუნება, შესაბამისად, დიასის რევანში არ შედგა.

არადა, შეხვედრის დებიუტი სწორედ დიასისა იყო. ხუანი სისწრაფის ხარჯზე შეეცადა უპირატესობა მოპოვებას და პირველი სამი რაუნდი პრეტენდენტს დარჩა. მარკესმა რამდენიმე მძიმე დარტყმა მიიღო.

ბრძოლაში გარდატეხა
მეოთხე რაუნდიდან მოხდა. დიასს ჯერ უძლიერესი აპერკოტი მოხვდა ნიკაპში, შემდეგ მარკესის კიდევ რამდენიმე დარტყმამ მიაღწია მიზანს. დიასი დიდი გაჭირვებით დაუბრუნდა ბრძოლას, მაგრამ მომდევნო რამდენიმე რაუნდი აშკარად ხუან მანუელს დარჩა.

მეცხრე რაუნდში მარკესმა კიდევ ერთი წარმატებული იერიში მიიტანა და ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ჩემპიონი ბრძოლას გამარჯვებამდე მიიყვანდა, მიუხედავად იმისა, რომ მარჯვენა წარბიდან სისხლი სდიოდა.
მსაჯებმა ერთხმად მიანიჭეს უპირატესობა ხუან მანუელ მარკესს - 116:112, 118:110, 117:111.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული