მე-13 ნოკაუტი

AutoSharing Option

კვირას საქართველოს საუკეთესო პროფესიონალმა მოკრივე ავთანდილ ხურციძემ კარიერაში 22-ე ორთაბრძოლა მოიგო. მინსკის "რეაქტორ კლუბის" რინგზე "ჩაქუჩა" მასპინძელ სერგეი ხომიცკის ხვდებოდა. მატჩამდე საშუალო წონის უნივერსალურ რეიტინგში ქართველი ოდნავ ჩამორჩებოდა ბელარუსს, მაგრამ მოგების შემდეგ წონაში მე-14 ადგილზე გადაინაცვლა, მეტოქე კი 54-ე პოზიციაზე მოისროლა. ხურციძისა და ხომიცკის შეხვედრა თავიდან 10-რაუნდიანად ჩაიფიქრეს, მაგრამ მე-6 რაუნიდს ბოლოს მეტოქემ ბრძოლის გაგრძელევა ვეღარ შეძლო. ხურციძემ 25 ბრძოლა გამართა პროფესიულ რინგზე, აქედან 22 მოიგო (13 ნოკაუტით), 2 ფრედ დაასრულა და 1 წააგო.

"რეაქტორ კლუბში" კიდევ სამმა ჩვენებურმა იკრივა,

მაგრამ წარუმატებლად. გიორგი ადუაშვილი მასპინძელ მაგომედ აზიფაჯიევთან დამარცხდა. ქვემძიმე წონაში მოასპარეზე ადუაშვილმა ერთი რაუნდიც ვერ გაძლო. 28 წლის ქართველმა მოკრივემ 18 დან 10 ბრძოლა მოიგო, მაგრამ ათივე შინაურ რინგზე. მიხეილ ხუციშვილი მე-3 რაუნდში დაანოკაუტა მასპინძელმა სერგეი რაბჩანკამ. გიორგი მჭედლიშვილმა ქულებით წააგო 6-რაუნდიანი მატჩი ბელარუს სერგეი გულიაკევიჩთან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული