ჰეის 12 კლონი

AutoSharing Option
სუპერმძიმე წონაში WBO-სა და IBF-ის ჩემპიონმა, უკრაინელმა ვლადიმერ კლიჩკომ 12 სპარინგ-პარტნიორი იპოვნა, რომლებიც ბრძოლის სტილით ჰგვანან უმცროსი კლიჩკოს მომავალ მეტოქეს - WBA-ის ბრიტანელ ჩემპიონ დევიდ ჰეის.

ჩემპიონების ბრძოლა 2 ივლისს გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ჩატარდება. უკრაინელი ამ ჩხუბისთვის ავსტრიის ალპებში, ცნობილ სამთო კურორტ კიტცბუელში ემზადება.

ვლადიმერის სპარინგ-პარტნიორებზე მისმა უფროსმა ძმამ - ვიტალიმ მოუყვა ჟურნალისტებს. უფროსი კლიჩკოს თქმით, სპარინგები - გამოცდილი მოკრივეები არიან და კრივის სამყაროში მათ ყველა იცნობს. თუმცა ვიტალის გვარები არ დაუსახელებია.

კლიჩკოსა და ჰეის ბრძოლაში გათამაშდება ის სამი საჩემპიონო
ქამარი, რომლებსაც ეს მოკრივეები ფლობენ. რაც შეეხება ვიტალი კლიჩკოს, რომელიც WBC-ის საჩემპიონო ტიტულს ფლობს, მას 10 სექტემბერს უწევს ბრძოლა პოლონელ ტომაშ ადამეკთან. ეს შეხვედრა პოლონეთის ქალაქ ვროცლავში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული