ჰეი როკი ბალბოას მიბაძავს

AutoSharing Option
სუპერმძიმე წონაში WBA-ის ჩემპიონმა, ბრიტანელმა დევიდ ჰეიმ პატივისცემა გამოხატა საერთაშორისო კრივის დიდების დარბაზის ახალი წევრის, ჰოლივუდის ვარსკვლავის სილვესტერ სტალონეს მიმართ, რომელიც საკრივო თემაზე შექმნილი პოპულარული ფილმების - "როკის" ავტორი და მთავარი როლის შემსრულებელი გახლავთ.

დღეს პოპულარულ მსახიობს მაიკ ტაისონთან, ხულიო სესარ ჩავესთან, კონსტანტინ ცზიუსთან, მსაჯ ჯო კორტესთან და მწვრთნელ იგნასიო ბერისტაინთან ერთად ნიუ იორკის შტატის ქალაქ კანასტოტში ოფიციალურ ცერემონიისას საზეიმოდ შეიყვანენ კრივის საერთაშორისო დიდების დარბაზში.

2 ივლისს დევიდ ჰეის საჩემპიონო ბრძოლა უწევს უკრაინელ ვლადიმერ კლიჩკოსთან. ბრიტანელი მოკრივე გარკვეულ პარალელებს ავლებს
ფილმთან - "როკი 4".

"ბავშვობაში "როკიზე" შექმნილი ფილმების დიდი თაყვანისმცემელი ვიყავი და ძალიან დიდ დროს ვხარჯავდი მათი ყურებისას, - ამბობს WBA-ის ჩემპიონი "სანისთვის" მიცემულ ინტერვიუში. - როკიმ ნულიდან ააწყო თავისი კარიერა, საეჭვო რეპუტაციის ადამიანებთან ჰქონდა ურთიერთობა, მაგრამ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა და პლანეტის რამდენიმე უძლიერესი მოკრივე დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ მის შანსებს ივან დრაგოსთან ბრძოლაში არასათანადოდ აფასებდნენ, როკი საზღვარგარეთ გაემგზავრა და შოკში ჩააგდო მთელი საკრივო სამყარო, როცა სასტიკად დაამარცხა აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენელი, რომელიც რობოტს უფრო ჰგავდა, ვიდრე ადამიანს. შემთხვევით, ეს პიროვნება ვინმეს ხომ არ გაგონებთ?.."
მკითხველის კომენტარები / 1 /
რატომ არ ჩამოვიდა დანისთან???
Dato
12:33 14-06-2019
0

სიახლეები პოპულარული