ქართველ მოკრივეს კრივის საერთაშორისო ორგანიზაციის ქამარი საშუალო წონაში 11 ივნისს, კიევის სპორტის სასახლეში, სწორედ კოლუმბიელთან უნდა დაეცვა და ჩვენდა გასახარად, ამოცანას თავი ძალზე იოლად გაართვა.
კიევის სპორტის სასახლეში გამართული ბრძოლის პირველივე წუთებში "ტორნადოს" მარცხენა თვალის გასწვრივ ჭრილობა გაუჩნდა, რომელიც რეფერის აზრით, თავებით გაუაზრებელი შეტაკების შედეგი იყო.
ამის შემდეგ, როგორც კი "სისხლის სუნი იგრძნო", ხურციძე შეტევაზე გადავიდა და კოლუმბიელის მარჯვენა პირდაპირ დარტყმას მარცხენა გვერდულით უპასუხა, რომელიც
ბრძოლის შემდეგ მირანდამ აღიარა, რომ პირველივე მარცხენა გვერდული დარტყმის შემდეგ კბილი დაკარგა და ეჭვობს, რომ ყბაც აქვს გატეხილი. არადა, დამარცხებულმა მოკრივემ აღიარა, რომ ამ ბრძოლისთვის ბრწყინვალედ იყო მომზადებული, რადგან სერიოზული შეკრებები გაიარა და მისი კარლ ფროჩთან დაპირისპირების წინ, გლენ ჯონსონის სპარინგპარტნიორი იყო.