ავთანდილ ხურციძემ მეტოქეს ყბა გაუტეხა [+VIDEO]

AutoSharing Option
IBO-ს ვერსიით, საშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონს, ავთანდილ ხურციძეს კოლუმბიელ დიონისიო მირანდას დასამარცხებლად რაუნდზე ნაკლები დასჭირდა.

ქართველ მოკრივეს კრივის საერთაშორისო ორგანიზაციის ქამარი საშუალო წონაში 11 ივნისს, კიევის სპორტის სასახლეში, სწორედ კოლუმბიელთან უნდა დაეცვა და ჩვენდა გასახარად, ამოცანას თავი ძალზე იოლად გაართვა.

კიევის სპორტის სასახლეში გამართული ბრძოლის პირველივე წუთებში "ტორნადოს" მარცხენა თვალის გასწვრივ ჭრილობა გაუჩნდა, რომელიც რეფერის აზრით, თავებით გაუაზრებელი შეტაკების შედეგი იყო.

ამის შემდეგ, როგორც კი "სისხლის სუნი იგრძნო", ხურციძე შეტევაზე გადავიდა და კოლუმბიელის მარჯვენა პირდაპირ დარტყმას მარცხენა გვერდულით უპასუხა, რომელიც
დიონისიოს ზუსტად ნიკაპში მოხვდა და ეს უკანასკნელი რინგზე დაეცა. დიონისიომ, სანამ რეფერი დათვლას მორჩებოდა, წამოდგომა შეძლო, მაგრამ აშკარად შეძრული გამოიყურებოდა და ხურციძის შემდეგი დარტყმების სერიამ, რომელიც ასევე მარცხენა გვერდული დარტყმით დასრულდა, ნოკაუტში ჩააგდო. ბრძოლა 2:37 წუთზე დასრულდა.

ბრძოლის შემდეგ მირანდამ აღიარა, რომ პირველივე მარცხენა გვერდული დარტყმის შემდეგ კბილი დაკარგა და ეჭვობს, რომ ყბაც აქვს გატეხილი. არადა, დამარცხებულმა მოკრივემ აღიარა, რომ ამ ბრძოლისთვის ბრწყინვალედ იყო მომზადებული, რადგან სერიოზული შეკრებები გაიარა და მისი კარლ ფროჩთან დაპირისპირების წინ, გლენ ჯონსონის სპარინგპარტნიორი იყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული