კლიჩკო ოსკაროსანია

AutoSharing Option

"2009 წლის ჩემპიონი" - სწორედ ასეთი ტიტულით დააჯილდოვა მსოფლიოს საკრივო საბჭომ (WBC) მსოფლიოს ჩემპიონი ვიტალი კლიჩკო. ეს ჯილდო უკრაინელმა მძიმეწონოსანმა უელსის დედაქალაქ კარდიფში მიიღო.

WBC-ის პრეზიდენტმა ხოსე სულეიმანმა ასეთი სიტყვებით მიულოცა სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონს: "ცხოვრებაში, ისევე როგორც კრივში, მნიშვნელოვანია არამარტო დარტყმის მიყენებ, არამედ მოგერიება! ვიტალის ეს ძალიან კარგად გამოსდის. სწორედ ამიტომაც არის ის - დიადი ჩემპიონი!"

დაჯილდოების ცერემონიას "ჩემპიონთა ღამე" ჰქვია და მას მეორენაირად "კრივის ოსკარებს" უწოდებენ. შოუს თან ახლდა მუსიკალური წარმოდგენა, სტუმრებს შორის კი კინოსა და შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები

იყვნენ. საინტერესოა, რომ საღამოს ორგანიზატორებმა ერთ დარბაზში შეკრიბეს სხვადასხვა თაობის მსოფლიოს 80 ჩემპიონი!

"ჩემპიონთა ღამეს" 4-წლიანი ისტორია აქვს და პირველად მას მექსიკის კურორტმა კანკუნმა უმასპინძლა.

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული