სამნი მეოთხედფინალში

AutoSharing Option
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გრძელდება მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატი. გუშინ, 20 ივნისს წარმატებით იასპარეზა ზაალ კვაჭატაძემ (69 კგ). მან უკრაინელ დენის ლაზარევს სძლია და მეოთხედფინალში გავიდა.

ასევე მეოთხედფინალში იასპარეზებენ ჯაბა ხოსიტაშვილი (უნგრელ ზოლტან პარკსას მოუგო) და მძიმეწონოსანი მიხეილ ბახტიძე, რომელმაც 7 ქულით პოლონელი მარჩინ რეკოვსკი დაამარცხა. სამივე ჩვენებურს მედლების გასანაღდებლად თითო მოგებაღა დარჩა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული