- თელავში კრივის სექცია დაახლოებით მეთხედ საუკუნეს მოითვლის. ორი ათეული წელია სასპორტო სკოლასა და დარბაზში ძალოსნებთან ერთადაა. ვმუშაობთ ორი მწვრთნელი არსენ ხუტუაშვილი და მე, ვავარჯიშებთ ოცდაათზე მეტ სპორტსმენს. ბატონი არსენი გამოცდილი სპეციალისტია, მე კი მოკრივის ხანმოკლე კარიერის მერე, სპორტის აკადემია დავამთავრე და მეხუთე წელია, რაც მწვრთნელად ვმუშააობ. ერთხელ გავხდი საქართველოს ჩემპიონი (სხვათა შორის
- შეგირდთაგან რომელ სპორტსმენს გამოარჩევთ?
- ჭაბუკთა უმცროსი ასაკის ნაკრებში ორი პერსპექტიული მოკრივეა - ნოდარ აბულიძე და ლაშა გრემელაშვილი. ქვეყნის მთავარ გუნდში კი 69 კგ-ში გოჩა ბადურაშვილი მეორე ნომრად მოიაზრება. ეს ბიჭი ახმეტელია, მაგრამ ჩვენთან თელავში ვარჯიშობს. გვყავს რეგიონულ ტურნირებში არაერთი გამარჯვებული და პრიზიორი.
- საერთოდ, კახეთში რომელი საკრივო სკოლა მუშაობს ყველაზე უკეთ?
- არ ვიქნები მიკერძოებული თუ ვიტყვი, რომ კახეთში სწორედ ჩვენი სკოლა მუშაობს ყველაზე ნაყოფიერად. ადგილობრივი მუნიციპალიტეტიც კმაყოფილია ჩვენი საქმიანობით. ამიტომაც გვეძლევა შესაძლებლობა მონაწილება მივიღოთ საქართველოს ყველა ასაკობრივ პირველობასა თუ ჩემპიონატში. ხშირად გამოვდივართ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართულ ტურნირებშიც.
- მაღალი რანგის შეჯიბრებებს რატომ არ მასპინძლობთ?
- ჩვენთან მხოლოდ რეგიონული პირველობები თუ იმართება სხვადასხვა ასაკში. უფრო დიდი მასშტაბის ტურნირებისთვის არ არის შესაფერისი ჩვენი დარბაზი. იატაკიც კი შესაცვლელია. თვითონ დნაგებობაც არ არის თელავის მუნიციპალიტეტის ბალანსზე, რომ გარემონტდეს - დედაქალაქის რომელიღაც უწყების კუთვნილებაა. იმასაც ვშიშობთ არ გაიყიდოს და ღია ცის ქვეშ არ დავრჩეთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"