ჰეიმ მსაჯი შეცვალეთო

AutoSharing Option
ბრიტანელმა სუპერმძიმეწონოსანმა დევიდ ჰეიმ უკრაინელ ვლადიმერ კლიჩკოსთან ბრძოლისთვის დანიშნული ამერიკელი რეფერის ხენარო როდრიგესის შეცვლა მოითხოვა, - წერს გაზეთი "სანი". ჰეისა და მის გუნდს აწუხებს ის ფაქტი, რომ ადრე როდრიგესი ოთხჯერ მსაჯობდა კლიჩკოს ბრძოლებს. არ დაზუსტებულა აქვს თუ არა ბრიტანელ ჩემპიონს რეფერის შეცვლის შესაძლებლობა.

პირველად როდრიგესმა კლიჩკოს ბრძოლა 2001 წლის მარტში იმსაჯა, როცა უკრაინელმა ნოკაუტით მოუგო ამერიკელ დერიკ ჯეფერსონს. ერთი წლის შემდეგ ამერიკელმა რეფერიმ განსაჯა კლიჩკოსა და სამხრეთაფრიკელი ფრანსუა ბოთას ჩხუბი და უკრაინელის ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება დააფიქსირა მერვე რაუნდში.

2003 წლის
მარტში როდრიგესი კლიჩკოსა და კიდევ ერთი სამხრეთფარიკელის კორი სანდერსის ბრძოლის მსაჯად დაინიშნა. ვლადიმერმა ის შეხვედრა მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოიგო. დაბოლოს, 2010 წლის მარტში როდრიგესმა იმსაჯა კლიჩკოსა და ამერიკელი ედი ჩემბერსის ორთაბრძოლა. მე-12 რაუნდის დასრულებამდე ხუთი წამით ადრე უკრაინელმა მეტოქე ნოკაუტში გაგზავნა.

კლიჩკოსა და ჰეის ბრძოლა 2 ივლისს ჰამბურგში გაიმართება. უკრაინელი IBF-სა და WBO-ის ტიტულებს დაიცავს, ბრიტანელი - WBA-ის ტიტულს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული