ვარიანის კრივის კლუბ ”ჩემპიონის” დარბაზში გუშინ დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონის გიორგი კანდელაკის სახელობის ტურნირი კრივში 1997-1998 წწ დაბადებულ მოკრივეთა შორის თბილისის, ქუთაისის, ტყიბულის, საჩხერეს, გარდაბანის, რუსთავის, თელავის, ახალციხის, ახალქალაქის, ერედვის, გორის და ვარიანის კრივის სკოლებისა და კლუბების აღსაზრდელების მონაწილეობით.
საგულისხმოა, რომ ყველა გუნდმა შეძლო საპრიზო ადგილის მოპოვება თუმცა, განსაკუთრებით კარგად გორელმა და ახალქალაქელმა მოკრივეებმა იასპარეზეს.
გაგაცნობთ გამარჯვებულებს: 34 კგ - არსენ ელიზბარიანი (ახალქალაქი), 36 კგ - ბექა ლაზარაშვილი (გორი), 38 კგ - მჰერ მელტონიანი (ახალქალაქი), 39 კგ - ლაშა კობახიძე (გორი),
40 კგ - ნუკრი გამგებელი (ვარიანი), 41,5 კგ - თარაშ კანდელაკი (გორი), 43 კგ - გაგიკ პოზოიანი (ახალქალაქი), 44, 5 კგ - მიხეილ კაზარიანი (ახალქალაქი), 50 კგ - გიორგი დოლიაშვილი (გორი), 52 კგ - ჯოტო თაბოშვილი (ერედვი), 56 კგ - გოჩა გურული (ქუთაისი), 59 კგ - რატი ტლაშაძე (გორი), 62 კგ - გიორგი ხარაბაძე (ქუთაისი), 72 კგ - გიორგი ზურაბიანი (გარდაბანი).
არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში უკეთესი შედეგით პირველ ადგილზე გორის კრივის სკოლის გუნდი გავიდა. ”შეჯიბრებამ კარგად ჩაიარა. გაისად უცხოელებსაც მოვიწვევთ” - გვითხრა შეჯიბრების დასრულების შემდეგ ტურნირის მთავარმა ორგანიზატორმა ავთანდილ შოშიაშვილმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"