გაისად უცხოლებიც ჩამოვლენ

AutoSharing Option
ვარიანის კრივის კლუბ ”ჩემპიონის” დარბაზში გუშინ დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონის გიორგი კანდელაკის სახელობის ტურნირი კრივში 1997-1998 წწ დაბადებულ მოკრივეთა შორის თბილისის, ქუთაისის, ტყიბულის, საჩხერეს, გარდაბანის, რუსთავის, თელავის, ახალციხის, ახალქალაქის, ერედვის, გორის და ვარიანის კრივის სკოლებისა და კლუბების აღსაზრდელების მონაწილეობით.

საგულისხმოა, რომ ყველა გუნდმა შეძლო საპრიზო ადგილის მოპოვება თუმცა, განსაკუთრებით კარგად გორელმა და ახალქალაქელმა მოკრივეებმა იასპარეზეს.

გაგაცნობთ გამარჯვებულებს: 34 კგ - არსენ ელიზბარიანი (ახალქალაქი), 36 კგ - ბექა ლაზარაშვილი (გორი), 38 კგ - მჰერ მელტონიანი (ახალქალაქი), 39 კგ - ლაშა კობახიძე (გორი),
40 კგ - ნუკრი გამგებელი (ვარიანი), 41,5 კგ - თარაშ კანდელაკი (გორი), 43 კგ - გაგიკ პოზოიანი (ახალქალაქი), 44, 5 კგ - მიხეილ კაზარიანი (ახალქალაქი), 50 კგ - გიორგი დოლიაშვილი (გორი), 52 კგ - ჯოტო თაბოშვილი (ერედვი), 56 კგ - გოჩა გურული (ქუთაისი), 59 კგ - რატი ტლაშაძე (გორი), 62 კგ - გიორგი ხარაბაძე (ქუთაისი), 72 კგ - გიორგი ზურაბიანი (გარდაბანი).

არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში უკეთესი შედეგით პირველ ადგილზე გორის კრივის სკოლის გუნდი გავიდა. ”შეჯიბრებამ კარგად ჩაიარა. გაისად უცხოელებსაც მოვიწვევთ” - გვითხრა შეჯიბრების დასრულების შემდეგ ტურნირის მთავარმა ორგანიზატორმა ავთანდილ შოშიაშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
უკაცრავად, ტლაშაძის სახელი შემეშალა, ლაშას მაგიერ უნდა იყოს რატი.
აჩიკო
16:35 27-06-2011
0
გამარჯობათ ბატონო ვასილ. თქვენს სტატიაში შცდომაა. კანდელაკის სახელობის ტურნირზე 59 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვებული არა ლაშა ტლაშაძე, არამედ ნოდარი აბულიძეა. თავდაპირველად მსაჯების შეცდომების(თუ მიკერძოებულობის) გამო გამარჯვება ლაშა ტლაშაძეს მიაკუთვნეს, მაგრამ გაპროტესტების შემდეგ სპეციალურმა კომისიამ იმსჯელა და გამარჯვება ნოდარი აბულიძეს მიეკუთვნა.
აჩიკო
16:32 27-06-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული