ლენოქსი: ვლადიმერს ნოკაუტს მოვუწყობდი

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ბრიტანელმა მოკრივემ, სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ლენოქს ლუისმა აღიარა, რომ ვერ მოიხიბლა ამ ცოტა ხნის უკრაინელი ვლადიმერ კლიჩკოსა და ბრიტანელი დევიდ ჰეის შორის გამართული ბრძოლის ხარისხით. 45 წლის ლუისი ამ საჩემპიონო ბრძოლაზე სატელევიზიო ექსპერტის როლში მოგვევლინა.

"ვლადიმერმა თავისი საქმე შეასრულა, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ უკეთ ჩხუბი და შეხვედრის ნოკაუტით დასრულება შეეძლო, - განაცხადა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა "სპორტ ბილდისთვის" ინტერვიუში. - მაგალითად მაშინ, როცა ჰეიმ მას ორჯერ დაარტყა, კლიჩკოს შეეძლო უფრო ხისტად ეპასუხა, მაგრამ მას თავისი უსაფრთხოება უფრო
აღელვებდა და ყველაფერზე ძალიან ნელა რეაგირებდა".

ლუისს მიაჩნია, რომ მასთან ბრძოლაში ვლადიმერს შანსი არ ექნებოდა.

"მე უფრო მრავალმხრივი მოკრივე ვარ. კლიჩკოს თავის უმეტეს ბრძოლებში ძალიან ცოტა დარტყმა ჰქონდა. ჩემს რეპერტუარში დარტყმების გაცილებით მრავალფეროვანი არსენალი იყო. ვმუშაობდი კორპუსში, მოწინააღმდეგესთან ახლოს, ვასრულებდი აპერკოტებს...

ჰეისთან ბრძოლაში ვლადიმერი ახლო ბრძოლაში არ მიდიოდა, მხოლოდ კლინჩში შედიოდა. ასევე არ იყო კორპუსში დარტყმები. მე კი ყოველთვის შემეძლო ფსიქოლოგიურად გამეტეხა მეტოქე, რინგზე სხვაზე სწრაფად ვაზროვნებდი. სადღაც ბრძოლის შუაში ვლადიმერს ნოკაუტით მოვუგებდი", - ამბობს ბრიტანელი მოკრივე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული