კოცნა პრესკონფერენციაზე

AutoSharing Option
არგენტინელმა მოკრივემ უგო გარაიმ თავისი მომავალი მეტოქის, გერმანელი მარკო ჰუკის კოცნა სცადა. ეს ამბავი გუშინ მიუნხენში ოფიციალური პრესკონფერენციის დროს მოხდა, რომელიც ჰუკისა და გარაის ბრძოლას მიეძღვნა.

ეს ჩხუბი 16 ივლისს უნდა გაიმართოს. გარაის მცდელობას კინაღამ საპრესკონფერენციო დარბაზში ჩხუბი მოჰყვა.

მოკრივეები დროულად გააშველეს, რის შემდეგაც გარაიმ ჟესტებით უჩვენა გერმანელს, რომ მას რინგზე ყელს გამოჭრის. კოცნის მცდელობამდე არგენტინელმა რამდენჯერმე შეურაცხყოფა მიაყენა ჰუკს. გერმანელმა მეტოქის საქციელს სასაცილო უწოდა და სამაგიეროს რინგზე გადახდას დაპირდა.

გარაისთან ბრძოლაში ჰუკი 90,9-კილოგრამამდე წონით კატეგრიაში WBO-ის ტიტულს დაიცავს. სულ
26 წლის გერმანელს პროფესიულ რინგზე 33 ბრძოლა აქვს გამართული, აქედან 32 მოიგო (23 - ნოკაუტით) და ერთხელ დამარცხდა.

30 წლის გარაის სტატისტიკა 39 ბრძოლას, 34 გამარჯვებასა (18 - ნოკაუტით) და ხუთ წაგებას ითვლის.

* * *
სკანდალური გაგრძელება ჰქონდა პოლ უილიამსისა და ელირსლანდი ლარას შორის შაბათს გამართულ შეხვედრას. გაურვეველი ვადით დისკვალიფიკაცია მიიღო ყველა არბიტრმა, რომელიც ამ ბრძოლას ემსახურებოდა. დისკვალიფიკაციის მიზეზი გახდა მსაჯების საკამათო გადაწყვეტილება, რომლებმაც ქულებით უილიამსს მიანიჭეს გამარჯვება. ბევრის აზრით, ამ ჩხუბში მოგებას ლარა იმსახურებდა.

შეხვედრას სჯიდნენ დონალდ გივენსი, ჰილტონ უიტაკერი და ელ ბენეტი. გივენსმა და უიტაკერმა გამარჯვება უილიამსს მიანიჭეს (116:114 და 115:114), ბენეტმა კი საყაიმო ანგარიში დააფიქსირა - 114:114. ბრძოლა 9 ივლისს ატლანტიკ-სიტიში გაიმართა.

ნიუ ჯერსის შტატის საკონტროლო საბჭოს კომისიამ საქმის გასარჩევად მსაჯები მიიწვია და მათთან ერთად უყურა ბრძოლის ვიდეოჩანაწერს. საბჭოს წევრებმა არბიტრების საქციელში არაპროფესიონალიზმი და მიკერძოება ვერ შენიშნეს, მაგრამ იმ აზრამდე მივიდნენ, რომ მსაჯობა სათანადო დონეზე არ იყო.

კომისიის განცხადებაში წერია, რომ მას არ შეუძლია ბრძოლის შედეგის გაუქმება ან მატჩ-რევანშის დანიშვნა. ამავდროულად, განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ განმეორებითი ბრძოლა შეიძლება მაინც დაინიშნოს, თუმცა არ ზუსტება ვინ უნდა იყოს მისი ორგანიზატორი. რაც შეეხებათ არბიტრებს, ისინი კარიერას "დამატებითი ვარჯიშების" შემდეგ განაახლებენ.

ამერიკელ უილიამსსა და კუბელ ლარას შორის ბრძოლა 69,9-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში იმართებოდა. უილიამსი შარშან მსოფლიოს ჩემპიონი იყო 66,7 კილოგრამში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული